Baby Bag

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ჯამში 44 522 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ჯამში 44 522 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 362-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 293 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 236-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ზოგიერთი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან საზიანო შეიძლება იყოს, ზოგი კი უბრალოდ გამოუსადეგარი...
კორონავირუსი კვლავ სწრაფი ტემპით ვრცელდება, თუმცა მის დასამარცხებლად ეფექტური მედიკამენტები ჯერ კიდევ არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში ვირუსის სამკურნალო საშუალებების შესახებ უამრავი ინფორმაციი...
საკვები პროდუქტები, რომლებიც ფილტვების გაჯანსაღებასა და სუნთქვის გაუმჯობესებაში დაგეხმარებ...
ფილტვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებაში ეხმარება. ჰაერის დაბინძურება, მოწევა და სხვა მავნე ჩვევები ისეთი სერიოზული გართულებებისა და...
,,როდესაც ადამიანებს ყოველდღე სიკვდილით აშინებ და სტრესავ, სახლში გამოკეტავ, სამსახურში წა...
​,,ბ–ნ ამირან გუშინ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ რომ კორონა არ არსებობს...მე ჯერ არსად გამიგია, ვინმე ნორმალურს ეთქვას, რომ...
„ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ19-ს“- დავით გადელია
„ღორის და ფრინველის გრიპს უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე კოვიდ19-ს“, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია​ წერს.როგორც ი...
,,კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებ...
,,არავის არ გამოეპარა, ეს ძალიან ხშირი გართულებაა კოვიდინფექციის დროს,'' - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან ბათუმში 41 წლის ქალის თრომბ...
,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა... გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წე...
,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ც...

შეიძლება დაინტერესდეთ

შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე - კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე - კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ისტორიული დღის, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

,,ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა. დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.

ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ... იქნებ .. იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ ... იქნებ ...


დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა.

კოვიდმა მთელი წლით გაყინა პლანეტა; გადაასხვაფერა. ესპანური გრიპი ბევრად უფრო ფატალური პანდემია იყო, მაგრამ კოვიდი რატომღაც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიო საოცრად დაპატარავდა და თან აჩქარდა. ინტერნეტმა შექმნა ეს ილუზია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი კორპუსების მაცხოვრებლებივით დაიწყეს ერთმანეთის ფანჯრებში ჭვრიტინი, დაწვრილებით შეისწავლეს მეზობლების ქცევა, რუტინა; მოწმეები გახდნენ ერთმანეთის ბედნიერებისა და უბედურების, სიხარულისა და შიშის.

ნეტავ როგორ გავიხსენებთ ამ დღეს რამდენიმე წლის შემდეგ?

როგორც კაცობრიობის დიდი გამარჯვების დღეს? ასეთი სისწრაფით არასოდეს უმუშავია პლანეტის გაერთიანებულ გონს მიკროსამყაროს წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა ვაქცინა, ყველაზე ეფექტური და გამანადგურებელი იარაღი სამყაროთაშორის ბრძოლაში. რა სიზუსტის აღმოჩნდება ეს იარაღი? გასროლისას მსროლელსაც ხომ არ დააზიანებს? არავინ იცის აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მოცდა აღარ შეიძლება. მხოლოდ ვირუსი არ ემუქრება პლანეტას, შეუცნობელის მოლოდინის შიში დათრგუნავს და დააძაბუნებს.

ექიმებზე უკეთ არავინ იცის ამ შიშის ძალა. უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ხომ შიშით მანამ კვდება, სანამ თავად დაავადება მოერევა ორგანიზმს. ამ შიშის გავრცელება უნდა აღიკვეთოს. ვაქცინა იმედია, რწმენაა და იმდენად რაციონალურია ეს რწმენა, რამდენადაც მსოფლიო გონი ენდობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.

შეუცნობლის მიმართ შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე, მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაიფანტება დროთა განმავლობაში. როგორც კი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება დაგროვდება, შიშის მოქმედების არეალიც შემცირდება.

მაგრამ, მაინც ... ნეტავ ვის უფრო მშვიდად სძინავს ამ ღამით, იმ 17-ს თუ იმ 4-ს?

ალბათ ერთ დღეს გავიგებთ. მანამ კი ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მობეზრებული და ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული. 


წაიკითხეთ სრულად