Baby Bag

ყველამ უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19? - აქტუალურ კითხვას ხათუნა ზახაშვილი პასუხობს

ყველამ უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19? - აქტუალურ კითხვას ხათუნა ზახაშვილი პასუხობს

უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19 ყველამ? - აქტუალურ კითხვას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი პასუხობს. 

ნახეთ ვიდეო☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წყლიან ჯამში ჩაყარეთ ყინული და ხელის გული წყალში 30 წამი გააჩერეთ ან გამოიყენეთ კიბე - როგ...
წყლიან ჯამში ჩაყარეთ ყინული და ხელის გული 30 წამი გააჩერეთ წყალში ან გამოიყენეთ კიბე - როგორ შევიმოწმოთ გულის მუშაობა სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში?ნახეთ ვიდეო ☝️ წყარო:&...

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე“

„არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე“

„არაფერი არ იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ავტომობილებით, თუ ფეხით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არანაირი „ლოქდაუნების“ და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, არ იქნება და ეს არის ჭორები.

„ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს, ჩვენ, დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის“, - განაცხადა პრემიერმა.

წაიკითხეთ სრულად