Baby Bag

რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„1 500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, მოგეხსენებათ, ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისიწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების დისტანციური რეჟიმი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და საჯარო და კერძო სკოლებს.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წ​ყარო“

პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში
,,პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში,'' - აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორ...
აჭარაში და 10 ქალაქში 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეები...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში...

შეიძლება დაინტერესდეთ

Microsoft 365-ში დროებითი პრობლემაა - ზოგიერთი იუზერი იღებს შეტყობინებას Something went wrong

Microsoft 365-ში დროებითი პრობლემაა - ზოგიერთი იუზერი იღებს შეტყობინებას Something went wrong

განათლების მართვის სანფორმაციო სისტემა Microsoft 365-ში არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

,,​Microsoft 365-ში დროებითი პრობლემაა - ზოგიერთი იუზერი იღებს შეტყობინებას Something went wrong - მეილზე შესვლისას.

იუზერი მეილზე შეიძლება ვერ შედიოდეს ვერც ვებიდან, ვერც აუთლუქიდან და ვერც ტელეფონიდან. ან მხოლოდ რომელიმე მეთოდით.

აღნიშნულ იუზერებთან ასევე არ იმუშავებს მეილთან დაკავშირებული სერვისები, როგორიცაა კალენდარი Teams-ში.
სხვა სერვისები, როგორიცაა OneDrive და ა.შ. მუშაობს და მათზე შესვლა office.com-იდანაა შესაძლებელი.
პრობლემა მხოლოდ მცირე რაოდენობის იუზერებთან ფიქსირდება, ჯერჯერობით.

პრობლემას სავარაუდოდ, მალე მოაგვარებენ,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

წაიკითხეთ სრულად