Baby Bag

პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში

პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში

,,პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში,'' - აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან.

„ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადეების ხმარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სირვეცეებშიც. იცით, რომ ეს არის ის ერთადერთი საშუალება დღეისთვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან. ამიტომ ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება. მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი“, - დასძინა მაია ცქიტიშვილმა.


შეიძლება დაინტერესდეთ

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

მეკო ჩიტიშვილი შეუერთდა იმ ადამიანების სიას, ვინც სიმსივნე დაამარცხა, - ამ სასიხარულო ინფორმაციას მეკოს მეგობარი, სალომე თაბაგარი ​სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მეგობრებო, მოემზადეთ, სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს!

ჰისტოლოგიის პასუხი მოვიდა, სიმსივნური ქსოვილები საერთოდ აღარ არის. ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა ლაბორატორიულად დადასტურდა.
მეკო შეუერთდა იმ ადამიანების სიას, ვინც სიმსივნე დაამარცხა“, - წერს სალომე თაბაგარი.
წაიკითხეთ სრულად