Baby Bag

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 31 170.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 355 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩაკეტვას არ განვიხილავთ“ - ჯანდაცვის მინისტრი

„ჩაკეტვას არ განვიხილავთ“ - ჯანდაცვის მინისტრი

„ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად