Baby Bag

,,კორონავირუსული ინფექცია ძალებს იკრებს''

,,კორონავირუსული ინფექცია ძალებს იკრებს''

,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:

„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:

,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 

,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა... გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წე...
,,ვირუსული ინფექცია უკან არ იწევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ც...
გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა...
თბილისის კერძო საბავშვო ბაღები და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები მუშაო...
თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური​ საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვე...

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, კოვიდ-19-ის საბოლოოდ დასამარცხებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებაა საჭირო.

„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

Worldmeters-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით,​ დღემდე მსოფლიოში 244 427 410 კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა აღირიცხა. 4 963 752 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 221 451 949 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

წყარო: ​Hindustantimes

წაიკითხეთ სრულად