,,გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან:
„გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრებს. მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზეც ისაუბრა:
,,სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რისკ ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერ პოლიკლინიკაში, სადაც იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტებია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სახელმწიფო და დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ, მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახდა გარკვეული თანხის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ფორმის გახსნა, ექიმის კონსულტაცია - ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვითი ან შესაბამისი სადაზღვეო პროგრამით და დაუშვებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დროს, რომ ადამიანს გადაახდევინონ თანხა მომსახურეობაში. ვაქცინა ყველა ამ დაწესებულებას მიღებული აქვს უფასოდ სახელმწიფოსგან. ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, სამედიცინო პერსონალს, რომ ეს პრეცენდენტი არ იქნეს დაშვებული,'' - დასძინა ამირან გამყრელიძემ.
„ბაღში ბავშვი დაკბინეს, გასულ ორშაბათს, 17 ივნისს, გორის N14 ბაგა - ბაღში, ჩემი შვილი გიორგი...დაკბინა თანაჯგუფელმა....აღმზრდელები აცხადებენ, რომ არ დაუნახავთ....არც დამნაშავედ უგრძვნიათ თავი(თორემ კიდევ ვაპატიებდი ალბათ).....არც ტირილის ხმა გაუგიათ, მაშინ როცა, ძირს დაგდებულ ბავშვს სათამაშოს ურტყამდა და კბენდა მეორე ბავშვი...ექთანს კი კონიუნქტივიტი ეგონა....
იკითხავთ, რატომ ვწერ ეხლა პოსტს, ამიტომ გეტყვით რომ არ ვაპირებდი, მაგრამ , რადგანაც საქმეს პროკურატურა იძიებს,ბაღის აღმზრდელები იპიერებინ თავს და ზოგიერთი დეგრადირებული მშობელიც მათ უჭერს მხარს და ასხამს ხოტბას.....ის კი ავიწყდებათ რომ მათი შვილები საფრთხეში არიან და ერთი თეფში დაუმადლებელი სადილის ფასად იცავენ მათ...შეხედეთ ფოტოებს და თავად განსაჯეთ არიან თუ არა დასასჯელები?.....#სადიყოაღმზრდელი???“ - აღნიშნული პოსტი ფეისბუქში ბავშვის დედამ თამუნა მაისურაძემ ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნა.