Baby Bag

,,აჩვენეთ რა ხდება დასავლეთის ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანაში საავადმყოფოებში, იმაზე უარესი იქნება ჩვენთან''

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ. მან პროგნოზებზეც გაამახვილა ყურადღება და ერთ-ერთი პროგნოზით, დასავლეთის ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანაში საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციაზე უარესი იქნება ჩვენთან. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

,,დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება''
,,ნოებრის ბოლოსთვის დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.&nb...
ყველამ უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19? - აქტუალურ კითხვას ხათუნა ზახაშვილი პასუხობს
უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19 ყველამ? - აქტუალურ კითხვას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპ...
,,ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო ოროლა არის, სამწუხაროდ გაცილებით მეტი იქნება''
,,კორონავირუსით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში თითო-ოროლაა, გაიზრდება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ უჩვეულოდ დიდი ზომის ტყავის ფეხსაცმელი შეკერა. მისი თქმით, ადამიანები სოციალურ დისტანციას ნაკლებად იცავენ, რაც მას სერიოზულ პრობლემად მიაჩნია. მეწაღე თვლის, რომ მის მიერ შექმნილი 75 ზომა ფეხსაცმელი მოქალაქეებს დისტანციის დაცვაში ძალიან დაეხმარება. გრეგორ ლაპი 39 წელია მეწაღედ მუშაობს. მის მაღაზიაში ძირითადად სასცენო ფეხსაცმელი იყიდება, რომელიც მოცეკვავეებისა და მსახიობთა დასების შეკვეთით მზადდება. მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა, გრეგორის ბიზნესმა სერიოზული დარტყმა მიიღო.

რუმინელი მეწაღე ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია. „ქუჩაში წესებს არავინ იცავს, ამის შემჩნევა ძალიან მარტივია. ერთ დღეს მაღაზიაში გავედი, რომ ჩემი ბაღისთვის მცენარეების თესლები შემეძინა. იქ ბევრი ხალხი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველა ერთმანეთის ახლოს იდგა. ადამიანები ჩემს შეკერილ ფეხსაცმელს რომ ატარებდნენ, დისტანციის დაცვა გაუმარტივდებოდათ,“ - აცხადებს გრეგორი.

მეწაღის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი ევროპული სტანდარტით 75 ზომაა, მისი ღირებულება კი 115 $-ია. გრეგორის თქმით, მან უკვე 5 შეკვეთა მიიღო.

სოციალურ ქსელებში ახალი სტილის ფეხსაცმელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ მომხარებელს გრეგორის იდეა ძალიან მოეწონა, ზოგი კი ფეხსაცმლის დანახვამ ძალიან გაამხიარულა. „აბსურდული და ბრწყინვალე“ - ასე დაახასიათეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გრეგორის მიერ შექმნილი ტრენდული ფეხსაცმელები.

მომზადებულია Independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად