Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება''

,,დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება''

,,ნოებრის ბოლოსთვის დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას:

ეპიდემიოლოგები ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის 3 000-იდან - 4 000-მდე შემთხვევას ელოდებიან. ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას, ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ 90%-ზე მეტს ჩვენი მოსახლეობის, თუ ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, 70%-ით შემცირდება ის ციფრები, რა პროგნოზებიც გვაქვს დაავადებულთა რიცხვების,“ - დასძინა პაატა იმნაძემ.


წაიკითხეთ სრულად