Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები“ - გიორგი ღოღობერიძე ასტრაზენეკას ვაქცინის დროებით შეჩერებაზე

„როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები“ - გიორგი ღოღობერიძე ასტრაზენეკას ვაქცინის დროებით შეჩერებაზე
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:
„ახლა ვუსმენდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის და სამედიცინო ექსპერტის შეფასებებს.
„ვაქცინაცია დროებით შეჩერდა იმიტომ, რომ გვინდა დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში. ამ ეტაპზე სახიფათოა, რომ ადამიანებს მოუწოდო, როგორც აცრის გაკეთებაა, ასევე აცრის არგაკეთება. ჩვენ კვლევები არ დაგვისრულებია, დასრულდება და მერე ვაკეთოთ განცხადებები“.
როცა საქართველოში აკეთებ მსგავს განცხადებას, ავტომატურად ბულინგდები რამდენიმე „ექიმის“ მიერ და შენს კომპეტენციაზე საუბრობენ.
საქართველოა, ჩვენთან მიუღებელია დალოდება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს გაურკვევლობა და ხალხს ექნება ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ.
და კიდევ, თუ ელოდები, ანტივაქსერი ხარ მათი აზრით“, - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად