Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში გუშინ გადაყვანილი პაციენტი მარნეულის კლასტერს წარმოადგენს:

,,5 წლის ბავშვი უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადმოიყვანეს კლინიკაში და მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებულნი არიან, თუმცა ისინი სხვაგან მკურნალობენ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ბავშვები როგორც წესი, სუბიექტურად კარგად გრძნობენ თავს,“ - დასძინა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. 

ბოლო მონაცემებით:
  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 420
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 107
  • მათ შორის გარდაცვლილი - 5
  • კარანტინის რეჟიმში - 5223
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ავტორი: ნატო ღვინიაშვილი


წაიკითხეთ სრულად