Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოქალაქეებთან კომუნიკაციის დისტანციური ფორმაზე გადადის. სააგენტოში იზღუდება მოქალაქეების, ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა მიღება.

სააგენტოს ცნობით, ნებისმიერი განცხადების, თუ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეეძლებათ სააგენტოს ფეისბუქის გვერდიდან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი დოკუმენტაციის წარსადგენად მუშაობს ელექტრონული ფოსტა: [email protected].

„კორონავირუსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა და მისი გავრცელების შეზღუდვის მიზნით, მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა რადიკალური ღონისძიებები ტარდება. პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერიაც ახორციელებს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იზღუდება გარკვეული სახის მომსახურებები, რაც მოქალაქეებთან პირდაპირ კომუნიკაციას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საფრთხეს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად