Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კარანტინში მყოფ დედებს დედის დღე მიულოცა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კარანტინში მყოფ დედებს დედის დღე მიულოცა

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კარანტინში მყოფ დედებს დედის დღე მიულოცა. ამის შესახებ ცენტრი სოციალურ ქსელში წერს:

„ამ კარს მიღმა ნამდვილი დედები არიან! ისინი იცავენ იზოლაციის წესებს! დაავადებათა კონტროლის ცენტრი გილოცავთ დედის დღეს!“ - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.


წაიკითხეთ სრულად