Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესთავაზეთ არაცრილებს და ოფიციალურად კორონაარგადატანილებს ანტისხეულების ტესტი, ჩინეთი უკვე აღიარებს ანტისხეულის ტესტს სრული იმუნიზაციის დასტურად“

„შესთავაზეთ არაცრილებს და ოფიციალურად კორონაარგადატანილებს ანტისხეულების ტესტი, ჩინეთი უკვე აღიარებს ანტისხეულის ტესტს სრული იმუნიზაციის დასტურად“

„​იმის მაგივრად, რომ ერთიმეორეს ბნელები, მარგინალები, ტვინდაჩიპულები თუ სხვა კიდე ბევრი „საუკეთესო“ სახელი უწოდოთ და ამით გაახაროთ ყველა მართლა ბნელი და მტერი, შესთავაზეთ არაცრილებს და ოფიციალურად კორონაარგადატანილებს ანტისხეულების ტესტი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს.

„ჩინეთი უკვე აღიარებს ანტისხეულის ტესტს სრული იმუნიზაციის დასტურად.ეს ის ჩინეთია, რომელიც კორონას ახალი 100 შემთხვევისას მილიონიან ქალაქებს კეტავს.ეს ის ჩინეთია, სადაც დაიწყო კორონა და აქვს კორონაგადატანილებთან ყველაზე დიდი გამოცდილება. 

რაღაცა მაინც გააკეთეთ. ინტენსიურის ექიმებმა წვერი გაიპარსეთ, ხელისუფალმა ანტისხეულების ტესტი მაინც შესთავაზეთ აუცრელებს და მედიასივრცემ დაიწყეთ ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებთან დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა იმართოს ზოგადად ინფექციური ავადმყოფი.

​რაღაცა საწინაო და დადებითი, ერთმანეთის არშემჭმელი და არმავნებელი ერთი რამ მაინც გააკეთეთ“, - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად