Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდემდე გაგრძელდება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა?

როდემდე გაგრძელდება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა?

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ იძლევიან:

​,,დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ამდენი შეზღუდვის მოხსნა არ არის სასურველი, თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა  და მას შემდეგ უნდა მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, დღის წესრიგში ეს საკითხიც დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად