Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მზადდება კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმა''

,,მზადდება კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმა''

,,მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს,'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მზადდება კორონავირუსის ვაქცინის დანერვის გეგმა და ყველა ის ეტაპი იქნება გავლილი, რაც ვაქცინის მისაღებად არის საჭირო.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება. რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, ეს არის „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები. მზადდება ვაქცინის დანერვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, მომდევნე კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, ქვეყნის შესაბამისად განხორციელდება“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად