Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში - პედიატრი თემურ მიქელაძე

ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში - პედიატრი თემურ მიქელაძე

ახალი კორონავირუსის მიმდინარეობა ბავშვებში - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს.

მისი თქმით, ბავშვებმა შეიძლება, ვირუსი საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანონ:

,,ბავშვებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ ასიმპტომურად. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ ასიმპტომური და მსუბუქად მტარებლობის გამო მათთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაქსიმალური პრევენციული ზომები უნდა გატარდეს, რომ მათ არ დაასნებოვნონ ჩვენი მოხუცები. მშობელმა შეიძლება, საერთოდ ვერ შენიშნოს, რომ ბავშვს აქვს კორონავირუსი, რადგან მსუბუქად და ლატენტურად მიმდინარეობს. თუ არსებობს ისეთი ეპიდანამნეზი, რომ ბავშვს საზღვარგარეთიდან ჩამოსულთან ჰქონდა კონტაქტი, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ახალი კორონავირუსის სიმპტომები კი გრიპის იდენტურია,'' - აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად