Pfizer-ის და BioNTech-ის ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ ახალ ვაქცინას ადამიანების 90 %-ზე მეტის ვირუსისგან დაცვა შეუძლია. კვლევებში მონაწილეობა 43 000-მდე ადამიანმა მიიღო.
BBC-სთან ინტერვიუში პროფესორი უღურ საჰინი ვაქცინის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ვაქცინისადმი უდიდესი მოლოდინები აქვს:
„შესაძლოა, ვაქცინამ ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემა 90 %-ით არ შეამციროს, მაგრამ გადაცემის მაჩვენებელი სულ ცოტა 50 %-ით მაინც მოიკლებს, რაც პანდემიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.“
უღურ საჰინის თქმით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში ბაზარზე გამოჩნდება, უღურ საჰინი აცხადებს, რომ აპრილის თვისთვის მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონამდე ვაქცინა უნდა გაიყიდოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ ადამიანები გარკვეული შედეგის დანახვას.
პროფესორი საჰინი გვარწმუნებს, რომ ვაქცინის ეფექტის დანახვას ჩვენ მხოლოდ ზაფხულიდან შევძლებთ:
„ზაფხულში ვაქცინის ეფექტი შესამჩნევი გახდება. ზაფხულობით ინფიცირების შემთხვევები იკლებს. მომავალ შემოდგომა-ზამთრამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას, რაც მსოფლიოს ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.“
პროფესორი საჰინი გვარწმუნებს, რომ ვაქცინას გვერდითი ეფექტები ნაკლებად აქვს. მისი თქმით, კვლევაში მონაწილე ადამიანებს რამდენიმე დღის განმავლობაში ვაქცინაციის არეში მსუბუქი ტკივილი, ხოლო ზოგიერთ მათგანს მცირე ტემპერატურა აღენიშნებოდა:
„სერიოზული გვერდითი ეფექტები ვაქცინას არ აქვს, რის გამოც კვლევის შეწყვეტაზე არ გვიფიქრია.“
უღურ საჰინის თქმით, ამჟამად უმთავრეს მიზანს მომავალ შემოდგომამდე იმუნიზაციის მაჩვენებლის მაქსიმალური ზრდა წარმოადგენს.
წყარო: bbc.com
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები