Baby Bag

,,ძალიან გვეშინია რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინის არა ეფექტურობის, არამედ მისი უსაფრთხოების''

,,ძალიან გვეშინია რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინის არა ეფექტურობის, არამედ მისი უსაფრთხოების'' - აღნიშნულის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახალ ვაქცინას ექიმები ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ:

,,ვაქცინა რომ საბოოლოოდ დამტკიცდეს, შემდეგ ეტაპზე ლოგისტიკური პრობლემა იქმნება - როდის მოაღწევს ის ჩვენამდე. ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ჩვენთან მოაღწევს ვაქცინა, ალბათ, მომავალ წელს, ყველაზე ოპტიმისტურად ზაფხულის პერიოდში ან წლის ბოლომდე,'' - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

წყარო: გადაცემა ,,კომენტარი''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

,,არ დავაყოვნე და მეც დავიწყე ამ კვებითი დანამატების მიღება'' - როგორ იძლიერებს კოვიდის წი...
​როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი? - ანიშნულ თემაზე ,,იმედის'' ეთერში იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. მისი თქმით, თავად თუთიას, D ვიტამინსა და მელატონინს იღებს დანამატის სა...
„​ბავშვებში Covid-19-ის განსაკუთრებული სირთულით მიმდინარეობა საქართველოში დაფიქსირებული არ...
„​ბავშვებში Covid-19-ის განსაკუთრებული სირთულით მიმდინარეობა საქართველოში დაფიქსირებული არ არის და ამიტომ არ გვეშინია“ - ამის შესახებ MomsEdu.ge-სთან ცნობილმა იმუნოლოგმა, პედიატრმა, ალერგოლოგმა ბ...

შეიძლება დაინტერესდეთ

​ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

​ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები "შაბათობაზე" დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს. ინფორმაციას ​​,,ათინათი'' ავრცელებს. 

ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო ,,ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა. 

"ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა", - აღნიშნა ლია ჯალაღონიამ.

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს. 

წაიკითხეთ სრულად