Baby Bag

სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორ დღეში იქნება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მაქსიმუმ ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება ცნობილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშა, საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებაზე: 

„დღესაც მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებასა და გამკაცრებაზე, აქ შედის, სკოლაც, უმაღლესი სასწავლებლებიც და ა.შ. ბევრი რამ განიხილება, მე ახლა არ დავაკონკრეტებ, ალბათ, ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი ​გადაწყვეტილებები, შესაბამისად იქნება სკოლებთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


აჭარისა და საქართველოს 10 ქალაქის სკოლებში პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონსა და 10 ქალაქის სკოლებში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე სასწავლო პროცესი დისტანცი...

შეიძლება დაინტერესდეთ

​პოსტ-კოვიდი ბავშვებში, როგორც წესი, არ არსებობს

​პოსტ-კოვიდი ბავშვებში, როგორც წესი, არ არსებობს

„პოსტ-კოვიდი ბავშვებში, როგორც წესი, არ არსებობს. თუ არ არის უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვი - 15 წლის ზემოთ და არ აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია,“ - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

„ბავშვებში არის ე.წ. მულტიანთებითი სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს 4, 6, 8 კვირის შემდეგ. ეს არის უფრო მძიმე დაავადება და საჭიროა ამ პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა. მეტ-ნაკლებად კორონავირუსგადატანილ პაციენტებთან იყო რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები გართულებული, ძირითადად, ამ ბავშვებს დაუტოვა ლორწოვანის გაღიზიანებული პრობლემები, ე.წ. ცხვირიდან გადანადენის ანუ პოსტნაზალური წვეთის სინდრომი და ღამის ხველა. ეს ხველები გახანგრძლივებდა დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ესეც ნელ-ნელა თავისით ალაგდება, ზოგ შემთხვევაში მკურნალობასთან ერთად, ზოგ შემთხვევაში მკურნალობის გარეშე. ამიტომ ამის დიფერენცირება არის საჭირო - პოსტ-კოვიდი ბავშვებში არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მძიმე გართულება ერთ-ერთი მულტისისტემური, ოღონდ იშვიათი, დაახლოებით 0,1-0,2% შემთხვევაში,“ - აღნიშნა პედიატრა თემურ მიქელაძემ.

წაიკითხეთ სრულად