,,არ არის ჯერ სეზონური გრიპი. ყველა გაციებით მიმდინარე დაავადება, რაც ცირკულირებს, რაც არის რესპირატორული, მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია თითო-ოროლა ძველი კორონავირუსი, დაფიქსირდა გაციების გამომწვევი ვირუსი და ცოტა რინოვირუსი, სურდოს რომ იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. ახლა, პრაქტიკულად, ყველა გაციება არის კოვიდი" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
შეიძლება დაინტერესდეთ
„მგონი, არცერთ ერს ამდენი და ასე გემოვნებით ვერ და არ უღლიცინია კორონავირუსზე“
„კითხვას: რამ გადაგვარჩინა? ძალიან მარტივი პასუხი აქვს: სიცილმა. ეს პასუხი აგერ, კორონავირუსის საფრთხემაც იოლად შეამოწმა - მიუხედავად იმისა, რომ ლაკმუსის რუკაზე არაერთი უსიამოვნო მონახაზი მოჩანს, მგონი, არცერთ ერს ამდენი და ასე გემოვნებით ვერ და არ უღლიცინია ამ ამბავზე.
ჰოდა, რამაც აქამდე გადაგვარჩინა, მომავალშიც ეგ გვიხსნის.
ვიცინოთ, აუცილებლად ვიცინოთ. ოღონდ ხან სარკეში ჩავიხედოთ და ასეც.“
მწერალი გიორგი კეკელიძე