Baby Bag

თენგიზ ცერცვაძე სახლში გაეწერა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

თენგიზ ცერცვაძე სახლში გაეწერა, მისი მდგომარეობა სტაბილურია
თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, - ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

​„ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

​ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, თავიდან იგი სახლში მკურნალობდა შემდეგ კი 
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია
ექიმი გიორგი ღოღობერიძე COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთ მარტივ გზაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის ოთახის მუდმივი განიავება. ,,COVID-19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა ე...
,,სატურაციის აპარატით სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმების შემდეგ, პაციენტები მომენტალურად წ...
სისხლში ჟანგბადის დონის შემოწმებაზე პულმუნოლოგი კახა ვაჭარაძე​ საუბრობს. ნახეთ ვიდეო ☝️

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე“

„არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე“

„არაფერი არ იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ავტომობილებით, თუ ფეხით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არანაირი „ლოქდაუნების“ და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, არ იქნება და ეს არის ჭორები.

„ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული „ლოქდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს, ჩვენ, დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის“, - განაცხადა პრემიერმა.

წაიკითხეთ სრულად