შეიძლება დაინტერესდეთ
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ცვლილებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით დამტკიცდა და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამდებობის მასწავლებელი. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
2. სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული რეგულირების და კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
3. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია რეგულირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
მუხლი 2. სტანდარტის გამოყენების არეალი
1. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია მასწავლებლის პროფესიის რეგულირების სფეროში სხვადასხვა პოლიტიკური დოკუმენტისა თუ მექანიზმის შესამუშავებლად.
2. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით:
ა) თვითშეფასებისთვის – იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია, გამოკვეთოს მიმართულებები, რომლებშიც მას ესაჭიროება განვითარება და განსაზღვროს საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნები სასწავლო პრაქტიკის დასახვეწად და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად;
ბ) კოლეგების ურთიერთშეფასებისთვის – იმისთვის, რომ სტანდარტი მასწავლებლებმა გამოიყენონ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად;
გ) მასწავლებლის კომპეტენციებისა და საქმიანობის შეფასებისთვის – იმისთვის, რომ სტანდარტის თითოეული მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეფასდეს მასწავლებლის კომპეტენციები და საქმიანობა, ასევე, მის მიერ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება და მიღწეული შედეგები;
დ) მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის პროგრამებისა და ტესტური ინსტრუმენტების შესაქმნელად;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისთვის;
ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შინაარსის განსაზღვრისა და პასუხისმგებელი უწყების მიერ ამ პროგრამების აკრედიტაციისთვის;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით მასწავლებლის კომპეტენციების დადგენისა და შეფასებისთვის;
თ) მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის;
ი) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცებისთვის.
მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან:
1. პირველი ნაწილი ზოგადია (II, III, V და VI თავები), რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის (II და III თავები უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის), ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის (V და VI თავები უფროსი სპეციალური და წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის) და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:
ა) სასწავლო პროცესი;
ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.
2. სტანდარტის მეორე ნაწილში (IV თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის, ასევე, (VII თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის, ხოლო თანდართულ შესაბამის ცხრილ(ებ)ში მოცემულია კონკრეტული სტატუსის მქონე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები შესაბამის კომპეტენციებთან ერთად.
3. პირველი ნაწილის თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია ქვეპუნქტები, რომელთათვისაც განსაზღვრულია შესრულების ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ.
თავი II. სასწავლო პროცესი
მუხლი 4. პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და კლასის მართვა
პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისა და კლასის მართვის ინდიკატორები:
ა) თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნვა მოსწავლეებთან ერთად და მოსწავლეებს შორის;
ბ) კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად;
გ) ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში – სსსმ) მოსწავლეების) ჩართვა სასწავლო პროცესში;
დ) კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის აღიარება და პატივისცემა;
ე) კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება;
ვ) მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება;
ზ) მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა;
თ) მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება;
ი) მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა;
კ) მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ლ) კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება.
მუხლი 5. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინდიკატორები:
ა) სხვადასხვა ტიპის საგნობრივი სასწავლო გეგმების ცოდნა და შემუშავება;
ბ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება;
გ) კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
დ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება;
ე) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება.
მუხლი 6. სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება
სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ინდიკატორები:
ა) სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;
ბ) თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლის, საჭიროებასა და ინტერესებზე მორგებული სასწავლო მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;
გ) მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი, ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;
დ) მოსწავლეებში ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა – მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენება;
ე) მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
ვ) მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება;
ზ) თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;
თ) მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.) განხორციელება.
მუხლი 7. სასწავლო რესურსების გამოყენება
სასწავლო რესურსების გამოყენების ინდიკატორები:
ა) მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება;
ბ) მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;
გ) სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით;
დ) სასწავლო რესურსის მოძიება, მომზადება და გამოყენება მოსწავლეთა კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
ე) სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მედიაწიგნიერების პრინციპების გათვალისწინებით.
მუხლი 8. მოსწავლეთა შეფასება
მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები:
ა) მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება;
ბ) სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება;
გ) ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;
დ) მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით;
ე) მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება.
თავი III. პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა
მუხლი 9. თვითგანვითარებაზე ზრუნვა
თვითგანვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:
ა) პროფესიული განვითარების მიზნით თვითშეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას;
ბ) თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებას.
მუხლი 10. სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია
სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს:
ა) მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით;
ბ) მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას;
გ) კოლეგებთან თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
დ) სასკოლო საზოგადოების ადამიანური რესურსების მიზნობრივად გამოყენებას.
მუხლი 11. სკოლის განვითარებაზე ზრუნვა
სკოლის განვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:
ა) სკოლის განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობას;
ბ) დემოკრატიული მართვის პრინციპების გათვალისწინებას, სკოლის პრესტიჟის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე ზრუნვას;
გ) მოსწავლეთა ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას.
მუხლი 12. პროფესიული ეთიკის დაცვა
პროფესიული ეთიკის დაცვა გულისხმობს „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით განსაზღვრული ნორმების შესრულებას, ასევე:
ა) მოსწავლეებისთვის ეთიკური ქცევის მაგალითის მიცემას;
ბ) მოსწავლეებისთვის ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვის მაგალითის მიცემას;
გ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას;
დ) მოსწავლეებში მოქალაქეობის, აგრეთვე მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
თავი IV. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის
მუხლი 13. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის
დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის განსაზღვრულია ცხრილი 1-ისა და ცხრილი 2-ის შესაბამისად.

ცხრილი 1 | |
წამყვანი მასწავლებელი | |
ვალდებულებები | კომპეტენციები |
ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: ეხმარება კოლეგებს მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს ტუტორებს/პრაქტიკის ხელმძღვანელებს ან თავად ასრულებს ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციებს. |
|
აქვს ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ეცნობა ზოგადად განათლების სფეროში და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მიღებულ გამოცდილებას იყენებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და, ასევე, უზიარებს კოლეგებს. |
|
ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით. |
|
ამყარებს კონტაქტებს ეროვნულ დონეზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. |
|
სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან. |
|
ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში. |
|
ხელს უწყობს მოსწავლეების პროფორიენტაციას. |
|
არის ინიციატორი, გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობებს. |
|
ცხრილი 2 | |
მენტორი მასწავლებელი | |
ვალდებულებები | კომპეტენციები |
ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას. |
|
შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. |
|
ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. |
|
თავი V. სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პროცესი
მუხლი 14. სპეციალური მასწავლებლის მიერ პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირება
პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნის (ან ფორმირება) ინდიკატორები:
ა) სპეციალური და ინკლუზიური განათლების პრინციპების გამოყენება მოსწავლესთან კომუნიკაციის პროცესში;
ბ) უნივერსალური დიზაინის პრინციპების გამოყენება სსსმ მოსწავლის სწავლებისა და რესურსოთახის მოწყობის პროცესში;
გ) სსსმ მოსწავლესა და კლასის სხვა მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
დ) სსსმ მოსწავლის სკოლის სხვადასხვა ჯგუფთან მიკუთვნებულობის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა;
ე) საჭიროების შემთხვევაში სსსმ მოსწავლისათვის სწავლის პროცესში კომუნიკაციის დამხმარე ან/და ალტერნატიული საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა;
ვ) სსსმ მოსწავლეების საბაზო ან/და საშუალო საფეხურიდან შემდეგ საფეხურზე გადასვლის – ტრანზიციის ხელშეწყობა;
ზ) რეკომენდაციის გაწევა მასწავლებლების, სხვა სპეციალისტებისა და მშობლებისთვის სსსმ მოსწავლესთან მუშაობის დროს აუცილებელი უნარების განვითარების მიზნით;
თ) სსსმ და სხვა მოსწავლეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მშობლებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასა და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
ი) სსსმ მოსწავლის ან მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის შესაბამის სერვისში რეფერირება (გადამისამართება);
კ) კანონით დადგენილი და საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინოლოგიის დანერგვა სასკოლო გარემოში.
მუხლი 15. სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვის ინდიკატორები:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციაში (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – მოდიფიკაცია, აკომოდაცია, ალტერნატიული სასწავლო მიზნები; ალტერნატიული სასწავლო გეგმა, გაფართოებული სასწავლო გეგმა), შექმნა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტის შექმნა-განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) სსსმ მოსწავლის აკადემიურ მიღწევასთან დაკავშირებით რელევანტური საგანმანათლებლო მიზნების დასახვა;
დ) სსსმ მოსწავლისთვის ეფექტიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით ალტერნატიული სასწავლო გეგმის გამოყენება;
ე) სსსმ მოსწავლეებთან მათი საგანმანათლებლო საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ინდივიდუალურ და მცირე ჯგუფებში მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა-განხორციელების სუპერვიზია და მონიტორინგი;
ზ) სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს სსსმ მოსწავლის ინტერესებისა და პრიორიტეტების გათვალისწინება;
თ) სსსმ მოსწავლის მომზადება სასწავლო გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის, სხვა სკოლაში ან განათლების სხვა საფეხურზე ტრანზიციისათვის.
მუხლი 16. სპეციალური მასწავლებლის მიერ სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება
სპეციალური მასწავლებლის მიერ სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენების ინდიკატორები:
ა) საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთილზე დასწრება და მოსწავლისთვის გაცემულ ინსტრუქციებთან დაკავშირებით საგნის მასწავლებლისთვის რეკომენდაციების მომზადება;
ბ) სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინება;
გ) სსსმ პირის ასისტენტისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით გაკვეთილზე დასწრება;
დ) წინა აკადემიური უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით სსსმ მოსწავლესთან მუშაობის პროცესში სწავლების განსხვავებული მიდგომების, მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
ე) სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვის მიზნით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფთან მუშაობა;
ვ) სსსმ მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციური უნარების, ადაპტური ქცევისა და სოციალური უნარების სწავლების მეთოდიკის გამოყენება;
ზ) ეფექტური სწავლების მიზნით სსსმ მოსწავლის პრობლემური ქცევის შეფასების, პრევენციისა და მართვის მრავალფეროვანი ტექნიკის, მათ შორის, ქცევის გამოყენებითი (Applide Behavioral Analysis- ABA) ანალიზის გამოყენება;
თ) სსსმ მოსწავლეების შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, მოტორული და ქცევითი თავისებურებების შესაბამისად სწავლების სტრატეგიების გამოყენება;
ი) სსსმ მოსწავლეებისთვის შესაბამისი აკადემიური უნარების განვითარების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებისა და ინდივიდუალიზებული მეთოდების გამოყენება;
კ) სსსმ მოსწავლის სწავლების მეთოდოლოგიების/სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების გამოყენება;
ლ) სსსმ მოსწავლისათვის თვითგანვითარებისა და თვითრეგულაციის სტრატეგიების სწავლება;
მ) საბაზო აკადემიური უნარების (წერა, კითხვა და ანგარიში) განვითარების მიზნით, სსსმ მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, შესაბამისი სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
ნ) ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენება.
მუხლი 17. სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსების გამოყენება
სპეციალური მასწავლებლის მიერ სასწავლო რესურსების გამოყენების ინდიკატორები:
ა) სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
ბ) სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში დამხმარე რესურსების გამოყენება;
გ) სსსმ მოსწავლის საქაღალდის წარმოება, რაც გულისხმობს მოსწავლის აკადემიური და კოგნიტური უნარების განვითარების ისტორიის აღრიცხვას, საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით;
დ) სსსმ მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, მისი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით არასაგაკვეთილო რესურსების შექმნა და აქტივობების დაგეგმვა.
მუხლი 18. სპეციალური მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასება
სპეციალური მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა შეფასების ინდიკატორები:
ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლის დროული იდენტიფიცირება და პირველადი მართვის გეგმის შედგენა;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით პირის დროული რეფერირება შესაბამის სპეციალისტთან;
გ) სსსმ მოსწავლის კოგნიტური, აკადემიური, კომუნიკაციური, სოციალური, ემოციური, მოტორული და ფუნქციური უნარების პირველადი შეფასება;
დ) მულტიდისციპლინური გუნდისა და სხვა სპეციალისტის/სპეციალისტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეფასების შედეგების გაცნობა და გათვალისწინება სასწავლო პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) სსსმ მოსწავლის წინა აკადემიური ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასება/იდენტიფიკაცია;
ვ) სსსმ მოსწავლის შეფასებისას, მოსწავლის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული, სქესობრივი და სხვა თავისებურებების (უნიკალობის) გათვალისწინება;
ზ) სსსმ მოსწავლის სწავლისა და სწავლების პროცესთან დაკავშირებით შეფასების საფუძველზე სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისთვის რეკომენდაციების გაცემა;
თ) სასწავლო მიზნების პროგრესის მონიტორინგისთვის სსსმ მოსწავლეთა გადაფასება;
ი) ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნებთან მიმართებით სსსმ მოსწავლეების სწავლის შედეგების შეფასება.
თავი VI. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა
მუხლი 19. სპეციალური მასწავლებლის მიერ თვითგანვითარებაზე ზრუნვა
სპეციალური მასწავლებლის მიერ თვითგანვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:
ა) პროფესიული განვითარების მიზნით თვითშეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას;
ბ) თვითშეფასების შედეგების გათვალისწინებით ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას/განახლებას და საკუთარ სამასწავლებლო საქმიანობაში ცვლილებების განხორციელებას;
გ) საკუთარი სამუშაო გამოცდილების კრიტიკულად შეფასებას და განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვას;
დ) პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალებისა და რესურსის გამოყენებას პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად;
ე) პროფესიული ლიტერატურის მოძიებას და გამოყენებას საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის.
მუხლი 20. სპეციალური მასწავლებლის სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია
სპეციალური მასწავლებლის სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს:
ა) სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, დამატებითი მატერიალური და ადამიანური რესურსის ჩართვის მიზნით სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას;
ბ) სსსმ მოსწავლის კლასში ქცევის მართვის, ისევე, როგორც მთლიანად კლასში პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის მიზნით საგნის მასწავლებელთან/მასწავლებლებთან თანამშრომლობას;
გ) კოლეგებთან და სსსმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან საუბრისას კომუნიკაციის ეფექტური საშუალებების გამოყენებას (ფორმალურ და შინაარსობრივ დონეზე);
დ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ჯგუფში წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირებას და პრობლემის მოგვარების მიზნით რეკომენდაციების გაცემას;
ე) სსსმ მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ეფექტურ თანამშრომლობას;
ვ) სსსმ მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის, აღმზრდელისთვის მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ზ) სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართვის მხარდაჭერას;
თ) სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებებისა და სხვა საჭიროებების გაცნობის მიზნით მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში, ამ დაწესებულების ადმინისტრაციასთან, სპეციალურ მასწავლებელთან, საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან თანამშრომლობას;
ი) საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლის სკოლისშემდგომი განათლებისა და მისი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების მიცემას.
მუხლი 21. სპეციალური მასწავლებლის მიერ სკოლის განვითარებაზე ზრუნვა
სპეციალური მასწავლებლის მიერ სკოლის განვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს:
ა) სკოლის განვითარებისაკენ მიმართულ აქტივობებში მონაწილეობას;
ბ) სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდას; სკოლის პრესტიჟის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე ზრუნვას;
გ) სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას;
დ) ინკლუზიური კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობას;
ე) ინკლუზური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანიების ორგანიზება ან/და თანამონაწილეობას.
მუხლი 22. სპეციალური მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის დაცვა
სპეციალური მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის დაცვა გულისხმობს „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით განსაზღვრული ნორმების შესრულებას, ასევე:
ა) სსსმ მოსწავლეებისთვის ეთიკური ქცევის მაგალითის მიცემას;
ბ) სსსმ მოსწავლეებისთვის ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დაცვის მაგალითის მიცემას;
გ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას;
დ) სსსმ მოსწავლეებში მოქალაქეობის, აგრეთვე მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.
თავი VII. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის
მუხლი 23. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის
დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განსაზღვრულია ცხრილი 3-ის, ცხრილი 4-ისა და ცხრილი 5-ის შესაბამისად.
ცხრილი 3 | |
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევებისთვის | |
ვალდებულებები | კომპეტენციები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ცხრილი 4 | |
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი სენსორული დარღვევებისთვის | |
ვალდებულებები | კომპეტენციები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ცხრილი 5 | |
წამყვანი სპეციალური მასწავლებელი მრავლობითი დარღვევებისთვის | |
ვალდებულებები | კომპეტენციები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
წაიკითხეთ სრულად