ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ტელევიიზიით გაკეთებულ განცხადებას - ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" ეხმიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა და შეკითხვებია ტელევიზიით გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ,,კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას" და რომ თუ ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი.
სინამდვილეში, ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ანუ ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება, კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და რადიოლოგიურად აღინიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი.
უსიმპტომო მიმდინარეობა არის სწორედ რომ კოვიდის ერთ-ერთი ფორმა. შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული.
აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით, ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები.
თითქოს ამ განმარტებებს დიდი მნიშვნელობა ადამიანებისთვის არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებამ რატომღაც ძალიან ბევრი კითხვები და პოლემიკა გამოიწვია. ამიტომ გამოვეხმაურე,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დიდ ბოდიშს ვუხდი ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო...მეტი რა გავაკეთო“ - ლია ჩხენკელი მორიგ განმარტებას აქვეყნებს
„ოჯახს და მთელს საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარებში. ასე რომ, მე დავდე პოსტი, გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,“ - ასე განმარტავს პედაგოგი ლია ჩხენკელი სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის კომენტარს, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
ამ განცხადებამდე მან კიდევ ერთი განმარტება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ უწიგნურის ნაცვლად უწყინარი უნდა დაეწერა. თუმცა მისი ეს პოსტი უკვე წაშლილია:
„ტელეფონები, რომელსაც დამახსოვრებული აქვს სიტყვები და აკრეფილი ასოები თუ ემთხვევა რომელიმე სიტყვის დასაწყისს, ავტომატურად ასრულებს სიტყვას. პედაგოგის თქმით, უწყინარი უნდა დაეწერა, ტელეფონმა კი ავტომატურად უწიგნური დაწერა,“ - ეწერა პედაგოგის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ ლია ჩხენკელი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული „მთავარი არხის“ გადაცემის მსვლელობისას კომენტარებში წერდა: „ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”.