„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
ივნისის მონაცემებით, საქართველოს წყლებზე მაშველებმა 45 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 14 არასრულწლოვანი და 11- უცხოეთის მოქალაქე, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„თითო გადარჩენა გმირული საქციელია და ხშირად ამ გმირობის უკან ერთ მაშველზე მეტი დგას. ჩვენ ვიცნობთ ჩვენს გმირებს, თქვენც იცნობდეთ“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში.