„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე, გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამეები,“ - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდა:
„აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. კერძო ავტომანქანებით მოძრაობა კი კვლავ ნებადართული იქნება.
,,ნუ ჩავარდებით პანიკაში, გაიხსენეთ, რომ ბევრ სხვა ინფექციას შეიძლება ანალოგიური სიმპტომები ჰქონდეს... თუ გადაწყდა თქვენი ბინაზე მკურნალობა, ნუ ინერვიულებთ! დაავადებას შეხვდით მშვიდად, ბინაზე მკუნრალობა მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში,'' - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვიდეომიმართვაში სახლის პირობებში კოვიდ-19-ის მკურნალობის შესახებ საუბრობს.