Baby Bag

,,ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წამალი დაასრულებს კოვიდის პანდემიას''

,,ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წამალი დაასრულებს კოვიდის პანდემიას''

წამალმა - მოლნუპირავირი შეიძლება, COVID-ის პანდემია დაასრულოს? - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდ...
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი  - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული...
,,მზადდება კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმა''
,,მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს,'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმ...
,,ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება''
,,ნუ გეშინიათ ამ ახალი შტამის, ის არც ისე საშიშია, როგორც ამას მასმედია აზვიადებს !!! პირბადე, ხელების დაბანა 20 წამი და ორმეტრიანი დისტანცია - ესაა, ახლა, კოვიდის საწინააღმდეგო წამალიც და ვაქცინ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი წამალი, რომლის მიღება სახლში შეიძლება,“ - ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი

„ეს არის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი წამალი, რომლის მიღება სახლში შეიძლება,“ - ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ზაზა წერეთელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის შესახებ ისაუბრა:

„გუშინ FDA-მ დაამტკიცა ახალი წამალი „ფაიზერის“ მიერ წარმოებული, რომელიც აღმოჩნა, რომ 90%-ით ამცირებს სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას, როდესაც მისი მიღება დაიწყება. ეს არის აბები, ეს არის პირველი წამალი, რომლის მიღებაც შეიძლება სახლში.“

ზაზა წერეთელმა აღნიშნა, რომ ახალი მედიკამენტი პაციენტმა პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მიიღოს:

​როგორც კი პირველივე სიმტპომები გაჩნდება, მაშინვე თუ დაიწყებთ მის მიღებას, ხუთი დღის განმავლობაში დღეში ორი აბი ძალიან ეფექტიანია და 90%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად სიკვდილიანობას.“

„მართალია ამ მომენტისთვის ძვირი ღირს ეს კურსი დაახლოებით 500 დოლარი ღირს, მაგრამ მას შემდეგ რაც წარმოება გაიზრდება და გავრცელდება ეს წამალი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მისი ფასი ნელ-ნელა დაიკლებს. როგორც „ფაიზერმა“ აღნიშნა, ეს მედიკამენტი მუშაობს „ომიკრონზე,“- აღნიშნულ საკითხზე ზაზა წერეთელმა რადიო „ფორტუნას" ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად