„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა.
რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)