Baby Bag

რომელ ქალაქებში როდიდან აღდგება ტრანსპორტის მუშაობა - მთავრობის გადაწყვეტილება

რომელ ქალაქებში როდიდან აღდგება ტრანსპორტის მუშაობა - მთავრობის გადაწყვეტილება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საბავშვო ბაღებში სწავლების პროცესის განახლება 1-ლი მარტიდანაა დაგეგმილი
საბავშვო ბაღებში სწავლების პროცესის განახლება 1-ლი მარტიდანაა დაგეგმილი - აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესა...
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები პირველი თებერვლიდან გაიხსნება, თბილისში...
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილებები გაახმოვანა: კერძოდ, იწყება წერტილოვანი შეზღდუდვების შემსუბუქება, რაც გულისხმობს იმას, რომ ბათ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ტენდერის გზით სათამაშო ინვენტარის შეძენა თბილისში პირველად განხორციელდა, რადგან ჩვეულებრივ, საბავშვო ბაღები სათამაშოებს თავად ანახლებენ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად N73 და ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში" იმყოფებოდა. კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა.

„სათამაშოების შესყიდვისას გავითვალისწინეთ არსებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემატიკა და ასაკობრივი კატეგორიები. მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი ინვენტარი აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალით არის დამზადებული,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, უახლოს მომავალში საბავშვო ბაღებში ხის მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეტანაც დაიწყება

წაიკითხეთ სრულად