დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი სტაბილური იქნება, როგორც ახლაა, მაშინ კომენდანტის საათის მოხსნის საკითხსაც შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.
„დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესში სწავლა აღდგა, საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას.
დარწმუნებული ვარ, კომენდანტის საათიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. ყოველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და თუ იგი ასეთი სტაბილური იქნა, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია,“ - გიორგი ფხაკაძე
პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ტვინდემიის პოტენციური საფრთხის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია:
„ახლა ტვინდემიაზე ლაპარაკობენ. რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია. აქ ადამიანები არ აიცრნენ კოვიდზე და შენ კიდევ ახალ რაღაცას აკეთებ. მე არ ვიცი ეს ხალხი სად ცხოვრობს. რაც ჩამოვედი საქართველოში, შემოვიარე აჭარიდან კახეთამდე ყველაფერი. დამიჯერეთ, საქართველოში კოვიდი არ არსებობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ Facebook-ზე პოსტების დაწერა არის გამოსავალი, ძალიან ცდებიან.“
გიორგი ფხაკაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესის მართვაში ცვლილებების შეტანაა საჭირო:
„თავს ვიტყუებთ. ისეთი შეგრძნებაა, რომ ვითომ არ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ პანდემია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ვაქცინაზე და არა სინოფარმზე, სინოვაკზე და ა.შ. უნდა იყოს ერთი სპიკერი, რომელიც იქნება გენერალი ვაქცინების. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში 10 სპიკერი ლაპარაკობდეს. ერთი ამბობს, რომ ფაიზერს ვადა აქვს გასული, მეორე ამბობს, რომ ჩინურს არ უნდა ბუსტერი და ფაიზერს უნდა.“