მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად მეგობართან ერთად იყო ასული.
მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მეორე მოზარდს, იგი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.