Baby Bag

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 



შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთი ქმედება, რასაც ადამიანები ვირუსის პრევენციის მიზნით აკეთებენ, გადაჭარბებულია და არც არის აუცილებელი“

„ზოგიერთი ქმედება, რასაც ადამიანები ვირუსის პრევენციის მიზნით აკეთებენ, გადაჭარბებულია და არც არის აუცილებელი“

„ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. შეგახსენებთ, რომ ამ კვლევის თანახმად, ვირუსის გადაცემა ძირითადად ახლო კონტაქტით ხდება და ზედაპირებიდან უფრო იშვიათად. ამ კვლევის გამო არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება ხელის და ზედაპირების ჰიგიენის მიმართ. ეს ისედაც ცხადი იყო, რომ გადაცემის ყველაზე მაღალი ალბათობა ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი კონტაქტის დროს არის და ზედაპირებზე შეხებით რისკი ნაკლებია. ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ ზოგიერთი ქმედება, რასაც ადამიანები ვირუსის პრევენციის მიზნით აკეთებენ (მაგალითად, სახლში მიტანილი პროდუქტის შეფუთვების დეზინფექცია, ყოველ ჯერზე ფეხსაცმლის რეცხვა და ა.შ.) გადაჭარბებულია და ვერც რეალურ შედეგს დებს და არც არის აუცილებელი. თუმცა, ზომიერების და რაციონალურობის ფარგლებში არ უნდა შევამციროთ ზედაპირების და ხელის ჰიგიენის პროცედურები და მიზეზად ეს კვლევა არ უნდა გახდეს.“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს.

წაიკითხეთ სრულად