Baby Bag

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 



შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიას მაინც დაუჯერეთ...“ - გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიას მაინც დაუჯერეთ...“ - გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მისდამი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქართველ წინასწარმეტყველს ლელა კაკულიას მაინც დაუჯერონ:

„ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიას მაინც დაუჯერეთ … დარწმუნებული ვარ ცაგარელიც მალე იმავეს იტყვის: გაიკეთეთ ამერიკული ვაქცინა” …

ფრთხილად იყავით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს…

ჯანმრთელობას გისურვებთ,“- აღნიშნულია პოსტში.

გიორგი ფხაკაძე პოსტს თან ურთავს digest.pia.ge-ს სტატიას, რომელშიც წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საზოგადოებას გერმანულ-ამერიკული ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ეს ვაქცინები კოსმოსიდან არის დაშვებული.“ ლელა კაკულია თვლის, რომ გერმანულ-ამერიკული ვაქცინა აუცილებლად გვიშველის. 

წაიკითხეთ სრულად