პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ,,ფაიზერის'' ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი ფხაკაძემ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიიღო.
,,გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო:
1. მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით,
2. ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ;
3. არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემ გამო ვინმე იყოს ავად,'' - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა