Baby Bag

,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს

,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს. აღნიშნულ დასკვნას გიორგი ფხაკაძე გამოცემა ​,,​ბლუმბერგზე'' დაყრდნობით აკეთებს:

,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს. 

ახსნა: 1 დოზა ,,ასტრაზენეკას" ვაქცინა, 4 კვირის შემდეგ ,,ფაიზერის" ვაქცინა'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

,,კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას: საქართველოსთვის მინდა მხოლოდ ფაიზერი ან მოდ...
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ,,დელტა” შტამსა და ვაქცინაციაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც​ MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:,,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ (მონღოლეთი, ბაჰრეინი, ჩილე, ინდონეზია, ურუგვა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინფიცირებული ბავშვის სახლში მართვას ორი შემადგენელი აქვს: სიცხის დამწევები ექვსსაათიანი ინტერვალით და აუცილებლად დამატებით სითხეების მიცემა,“- ივანე ჩხაიძე

„ინფიცირებული ბავშვის სახლში მართვას ორი შემადგენელი აქვს: სიცხის დამწევები ექვსსაათიანი ინტერვალით და აუცილებლად დამატებით სითხეების მიცემა,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების სახლში მართვის შესახებ ისაუბრა და მშობლებს სასარგებლო რჩევები მისცა:

„ომიკრონისთვის დამახასიათებელია ბავშვებში მძიმე მიმდინარეობის ნაკლებად არსებობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მშობლისთვის იყოს ნათელი: თუ მის შვილს აქვს მაღალი ტემპერატურა, ეს არ უნდა გახდეს მისი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში წაყვანის მოტივაცია. მაღალი ტემპერატურით ავადობის დაწყება ომიკრონისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია.“

„ყველა მშობელმა, რომელსაც ბავშვი ჰყავს სახლში, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38.5-ზე მეტი, უნდა გაითვალისწინოს, რომ უმჯობესია, პირველი 2-3 დღის განმავლობაში მართვაში აქტიურად იყოს გამოყენებული სიცხის დამწევი საშუალებები სიროფის ან სანთლის სახით. თუ ბავშვი ემორჩილება სიცხის დამწევების მიცემას, ამას დაუმატეთ სითხეები, ჩაი, კომპოტი, წვენი. ორი შემადგენელი აქვს ბავშვის სახლში მართვას: სიცხის დამწევები ექვსსაათიანი ინტერვალით, უკიდურეს შემთხვევაში ოთხსაათიანი ინტერვალით და აუცილებლად დამატებით სითხეების მიცემა. პირველი 2-3 დღის განმავლობაში სხვა რაიმე ნიშნები თუ არ აქვს ბავშვს, შეგიძლიათ ეს მდგომარეობა მართოთ ბინაზე. როგორც წესი, ომიკრონის კლინიკური ნიშნები 3-4 დღის ხანგრძლივობისაა, ამიტომ, თუ თქვენ სამი დღის განმავლობაში წარმატებით მოახერხეთ ბავშვის მდგომარეობის კონტროლს და მონიტორინგს ბინაზე, მეოთხე-მეხუთე დღეს უკვე დაავადების ნიშნები აღარ იქნება. არ შეგვეშინდეს! პირველი სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის მართვა, თუ ის ემორჩილება დამწევებს, იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ ისაუბრა.

წყარო: ​მედიაჰოლდინგი „კვირა“

წაიკითხეთ სრულად