პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს. აღნიშნულ დასკვნას გიორგი ფხაკაძე გამოცემა ,,ბლუმბერგზე''დაყრდნობით აკეთებს:
,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს.
ახსნა: 1 დოზა ,,ასტრაზენეკას" ვაქცინა, 4 კვირის შემდეგ ,,ფაიზერის" ვაქცინა'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს, - ინფორმაციას UN Women Georgia ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. რა თქმა უნდა, ქალებმა მუშაობისას სოციალური დისტანციაც დაიცვეს. „სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“, - ამბობს ნაირა. ნაირა პაქსაძე ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტშიც აქტიურადაა ჩართული.