პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს. აღნიშნულ დასკვნას გიორგი ფხაკაძე გამოცემა ,,ბლუმბერგზე''დაყრდნობით აკეთებს:
,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს.
ახსნა: 1 დოზა ,,ასტრაზენეკას" ვაქცინა, 4 კვირის შემდეგ ,,ფაიზერის" ვაქცინა'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
ფოთელ ძიძას, რომელიც ბავშვზე ძალადობდა, 3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
„ეს მთელმა ფოთმა უნდა იცოდეს, რადგან სხვის შვილსაც იგივე არ დაემართოს. ყველა ვიდეო და ფოტო იხილეთ აუცილებლად და გაიცანით ნათია ლორია დარწმუნებული ვიყავი რომ კარგად ექცეოდა გაბრიელს და ღრმად ვენდობოდი, მაგრამ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა ჩემი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, რომ ვიკითხე ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო 3ჯერ სხვადასხვა პასუხი მივიღე რამაც დამაეჭვა და დავიწყე ფარული მეთვალყურეობა დანარჩენი იხილეთ ვიდეოებში და კომენტარებში ველოდები პასუხებს რა ეკუთვნის ასეთ ძიძას. სასჯელი?“ - აღნიშნულ პოსტს ფეისბუქში ბავშვის დედა მაია ეჯიბია აქვეყნებს.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 126-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე გულისხმობს.