პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
,,არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი! ყველა ცდილობს საკუთარ მაგალითზე განუმარტოს დანარჩენებს...''
,,არაექიმების ანტივაქსერობას გაგებით ვეკიდები და ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. ექიმი ანტივაქსერი ჩემთვის არაა ექიმი და პროფესიონალი. აქაც ვინც შემხვდება დავბლოკავ! მათ ჭკუის სწავლებას არავითარი აზრი აღარ აქვს'' - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია წერს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, არც ჩვენთან და არც მთელ მსოფლიოში, არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი:
,,არც ჩვენთან და არც მთელ მსოფლიოში, არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი! ყველა ცდილობს საკუთარ მაგალითზე განუმარტოს დანარჩენებს...
...მაინცდამაინც სიკვდილის პირამდე უნდა მიხვიდეთ, რომ....?'' - დასძენს დავით გადელია.