19 წლის ვალენტინა ზიბზიბაძე ფოთში, კოლეჯ „ფაზისში“, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ელექტროობას სწავლობს.
„ბაბუა ელექტრიკოსი მყავდა. მამა და ორი ძმაც ელექტრიკოსები არიან, თუმცა თავად არასდროს მეგონა, რომ იგივე პროფესიას ავირჩევდი. მის მიმართ ინტერესი მოგვიანებით აღმოვაჩინე და დღეს ელექტროობა ნამდვილად ის საქმეა, რომელშიც სამომავლოდ საკუთარ თავს ვხედავ.
თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრები შეეცადნენ, გადაწყვეტილება შემეცვალა. ხვდებოდნენ, ყოველდღე მომიწევდა მტკიცება, რომ ნამდვილად შემიძლია, ნამდვილად გავაკეთებ. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ სჯერათ ქალების, რომლებიც სტერეოტიპულად „კაცურ“ პროფესიებს ეუფლებიან. თუმცა, საბოლოოდ ჩემს გადაწყვტილებას დასთანხმდნენ. მართლაც, ბევრისგან იყო კრიტიკა და შენიშვნა, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, მხარი რომ დამიჭირეს და გამამხნევეს.
მარტივი არცერთი პროფესია არ არის. მთავარია, გაინტერესებდეს, გიყვარდეს და გინდოდეს, მეტი იცოდე. ყველაზე ძალიან ელექტროობაში ის მომწონს, რომ შემიძლია გავიგო, რა ნაწილი რისგან შედგება, ვინ შექმნა, როდის შეიქმნა და როგორ მივიდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე. ახლა კიდევ უფრო მიყვარს ეს საქმე და ვხვდები, რომ უბრალოდ პროფესია კი, ჩემი ცხოვრების ნაწილია".
წაიკითხეთ სრულად