Baby Bag

,,მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ''

,,მართლა არ ვიცი თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართვეკლოში არსებულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, სამწუხაროდ ჩაკეტვისკენ მიდის საქმე არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს რომ არ ჩავიკეტოთ:

,,31,321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30,944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს. აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, ჩაკეტვისკენ მიდის საქმე. არავის არ უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, რომ არ ჩავიკეტოთ. 

სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრი ჯანდაცვის კუთხით და უბრალოდ საღი გონებით თუ იფიქრებ, საქართველო იყო ჩასაკეტი 2021 წლის 1 ივლისში. ეს მაშინ, როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებული მტკიცებულებებზე დაფუძნებუთ) რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო.

მართლა არ ვიცი, თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ.

არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

,,ეს არის პირდაპირ ვაქცინაციის შედეგი...ამას თუ ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რა გითხრათ…''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინამ შესაძლოა, 100%-ით ვერ დაგიცავთ ინფიცირებისგან, მაგრამ სიკვდილისგან ნამდვილად დაგიცავთ:  ,,ნახეთ პრ...
,,შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება... მე შევეცდები აქვე გავ...
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს, რომელსაც ​MomsEdu.ge  უცვლელად გთავაზობთ:,,ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დ...
,,სამწუხაროდ, ვერ ავუდივარ 5-10 წუთში ერთხელ მოწერილ წერილებს...კითხვები ერთი და იგივეა......
ამერიკაში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ: ,,სამწუხაროდ, ვერ ავუდივარ 5-...
,,არცერთი კოვიდ რთულადგადატანილი პაციენტი არაა ანტივაქსერი! ყველა ცდილობს საკუთარ მაგალითზ...
,,არაექიმების ანტივაქსერობას გაგებით ვეკიდები და ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. ექიმი ანტივაქსერი ჩემთვის არაა ექიმი და პროფესიონალი. აქაც ვინც შემხვდება დავბლოკავ! მათ ჭკუ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ფილტვების ანთება კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე ისევ კლინიკაში რჩება

ფილტვების ანთება კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე ისევ კლინიკაში რჩება

ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ წამ­ყვანს ზუ­რა ბა­ლან­ჩი­ვა­ძეს კორონავირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს ფილტვების ანთება აქვს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. 

„დაგვიანებული პოსტისთვის ბოდიში. უბრალოდ, დღეს ბევრი ამბავი დამიგროვდა. როგორც არაერთხელ ითქვა, ვირუსი შეიძლება ისევ გააქტიურდეს და ამისთვისაც უნდა იყოთ მზად. ასე და ამგვარად, ბოლო სამი დღეა, შუადღისით მაქვს 37 - 37.1 სიცხე. ანალიზებმაც აჩვენა, რომ სისხლის შედედებასთან ერთად, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებელიც მაქვს მომატებული. შესაბამისად, დღეს კიდევ გადამიღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა ამჯერად კონტრასტიც დაამატეს. ჰოდა ორივე ფილტვის ძალიან პატარა დოზით ინფილტრაცია მაქვს, ანუ ანთება.

როგორც ექიმმა ამიხსნა, მარტივი ფორმაა და საგანგაშო არ არის. ყოველ შემთხვევაში, ანტიბიოტიკი დამიმატეს და კიდევ რაღაც წამალი ღვიძლისთვის. კონტრასტმა ფილტვში ემბოლია არ აჩვენა, რაც კარგი მანიშნებელია.
ირაკლის აქვს პერიოდულად ხველა, თუმცა ანალიზები კარგი. სიცხეც პერიოდულად 37. ჩემგან განსხვავებით, ანტიბიოტიკებს სვამს შემოსვლის დღიდან და ველოდებით მის შედეგებს.
სიმართლე გითხრათ, უფრო დავმშვიდდი, რადგან გარკვეული დიაგნოზი მიჯობს გაურკვეველ მდგომარეობას. ყველაზე ძნელი მომენტი ეჭვის მდგომარეობაში ყოფნაა, როცა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატში სუნთქვაშეკრული წევხარ და ორად ორ რამეზე ფიქრობ: რა მჭირს და როგორ ვუთხრა მშობლებს.

​როცა საკმარის ძალას და ენერგიას მოიკრებ, რომ ყველაფერს თვალი გაუსწორო (ალბათ, ნაწილობრივ ფეხზეც იკიდებ ყველაფერს იმ მომენტში, რადგან სხვანაირად ძნელია არასასურველი ფრაზების ამოთქმა), მერე ერთი პრობლემით ნაკლები გრჩება. სამწუხაროდ, კორონას ძალიან ძალიან ძალიან ბევრი უსარგებლო ემოცია ახლავს, რომელიც არასდროს და არაფერში არ დაგეხმარებათ.

​უნდა დავრჩენილიყავი სახლში? არ ვიცი. ალბათ, არა. მთავარი პრობლემაც და გამოცანაც ეს არის: ზოგთან კორონა ლამის ფეხის თითის ტკივილიდან იწყება, ზოგთან სიცხით, ხველით, ყელის ტკივილით და ა.შ. ანუ სიმპტომებიც ძალიან განსხვავებულია და შემდგომი განვითარებაც. მთავარია, ერთმანეთი არ დაანევროზოთ. უბრალოდ, არ ქნათ ეგ. გთხოვთ.

​ხოლო თქვენ, ვისაც კიდევ არ გჯერათ კორონას არსებობის, თქვენ გაქვთ სრული უფლება, გჯეროდეთ ან არ გჯეროდეთ იმის, რაც გინდათ ან არ გინდათ. მთავარია, თქვენი რწმენა სხვის ჯანმრთელობის პრობლემა არ გახდეს და ისე კი რაც გინდათ, ის გიქნიათ. 😊

​დაბოლოს, რაიმე კარგი და სხარტი მინდა, გითხრათ ბოლოს და ისევ მარკ ტვენს დავესესხები: „პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ."

​ჯანმრთელობა ყველას,“ - წერს ზურა ბალანჩივაძე.

წაიკითხეთ სრულად