პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფაიზერის მესამე დოზაზე საუბრობს. მისი თქმით, ბუსტერი (მე-3 დოზა) გარდაუვალია:
,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.
ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.
ფაიზერმა კვლევა დადო (იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.
საქართველოში რა უნდა ვქნათ:
ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში).
ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).
აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე.
ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მოვიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
პროფესორი ასევე საუბრობს სინგაპურის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფაიზერით ან მოდერნათი ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ:
,,სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ ვინაიდან უმრავლესობა:
შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ,
მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება,
საკმაოდ დაბალია ალბათობა, რომ მოხვდნენ რეანიმაციაში ან გარდაიცვალონ,
მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.
სპორცმენი თუ სპორტსმენი? - ამ შეცდომას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი უშვებს
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე ყველასთვის ცნობილია. ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შევიდეს ყოფილ მეუღლესთან და ამტკიცოს ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა - აღიშნულის შესახებ განცხადება მან გუშინ გააკეთა.
როგორც ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, მასზე მამათილმაც იძალადა, როდესაც მას და მის შვილს დიდტარიანი საგნით გამოეკიდა.
გამომდინარე აქედან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის სიტყვები სპორცმენი და სპორტსმენი.
რომელია სწორი ფორმა? - სწორი ფორმაა სპორტსმენი (პირი, რომელიც სისტემატურად მისდევს სპორტს).