Baby Bag

,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია''

,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ფაიზერის მესამე დოზაზე საუბრობს. მისი თქმით, ბუსტერი (მე-3 დოზა) გარდაუვალია:

,,ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია.

ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო.

ფაიზერმა კვლევა დადო (​იხილეთ ბმულში) ბუსტერის აუცილებლობაზე, მაგრამ მაინც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ნაბიჯს დაველოდოთ.

საქართველოში რა უნდა ვქნათ:

ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, მათთვის უნდა გაიხსნას რეგისტრაცია ბუსტერზე (ფაიზერზე 3-5 თვეში).

ფაიზერით აცრილებს რაც შეეხება, უნდა იქნას შემუშავებული შესაბამისი გეგმა, ისე რომ მე-2 დოზიდან 6 თვის შემდეგ საშუალება მიეცეს მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს, რომ დარეგისტრირდნენ ფაიზერის ბუსტერზე (მე-3 დოზა).

აუცილებელია ღია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვთქვათ სიმართლე.

ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ მოვიქცევით პრაგმატულად და ყველა გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული მეცნიერებაზე, პროფესიონალიზმზე და ნამდვილ პატრიოტიზმზე,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

პროფესორი ასევე საუბრობს სინგაპურის კვლევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ფაიზერით ან მოდერნათი ვაქცინირებული ადამიანები უფრო დაცულები არიან ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ:

,,სინგაპურის კვლევა საკმაოდ საინტერესოა. ვაქცინირებული (ფაიზერი/მოდერნა) ადამიანები არიან უფრო დაცულები ,,დელტა ვარიანტის” წინააღმდეგ ვინაიდან უმრავლესობა:

  • შესაძლებელია, რომ ნაკლებად გადამდებებიც იყვნენ,
  • მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება,
  • საკმაოდ დაბალია ალბათობა, რომ მოხვდნენ რეანიმაციაში ან გარდაიცვალონ,
  • მოდერნა/ფაიზერი ეფექტური ვაქცინებია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინირებულს რომც დაემართოს დელტა ვარიანტი,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯა​ნმრთელობა

შეიძლება თუ არა ალკოჰოლის დალევა ვაქცინაციის (ცოფის/კოვიდის) შემდეგ? - თემაზე გიორგი ღოღო...
შეიძლება თუ არა ალკოჰოლის დალევა ვაქცინაციის (ცოფის/კოვიდის) შემდეგ?  - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.  ნახეთ ვიდეო ☝️ ​წყარო: ​Usmle 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის ახალი ჩინური კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან - ექიმის რეკომენდაციები

რა არის ახალი ჩინური კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან - ექიმის რეკომენდაციები

რა არის ახალი ჩინური კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან, - აღნიშნულის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ახალის წლის პირველივე დღეებში მსოფლიო ახალმა შიშმა მოიცვა - მისი სახელია 2019-nCoV. ეს ახალი კორონავირუსია, რომლის შესახებ პირველად გასული წლის 31 დეკემბერს სასწრაფოდ იქნა ინფორმირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. საქმე ეხებოდა ჩინეთში, ჰუბეის პრივნციაში, ქალაქ ვუჰანში პნევმონიის აფეთქებას, ფილტვის ანთებით დაავადებულ 44 ადამიანს კორონავირუსის უცნობი შტამით გამოწვეული ინფექცია დაუდასტურდა.

ყოველთვის, როცა რაიმე ინფექციის აფეთქება იწყება, ეპიდემიოლოგები ცდილობენ დაადგინონ, რა აკავშირებთ ინფიცირებულ ადამიანებს ერთმანეთთან. აღმოჩნდა, რომ ვუჰანში დაავადებულ ყველა ამ პაციენტს ყველა მათგანს კავშირი ქალაქის ზღვისპრიოუდქტების დიდ ბაზრობასთან ჰქონდა., თუმცა რომელი ცხოველი შეიძლება იყოს ინფექციის რეზერვუარი, ამ ეტაპზე უცნობია.

2020 წლის 1 იანვარს ბაზრობა ჯანმოს რეკომენდაციით სასწრაფოდ დაიკეტა და დეზინფიცირებას დაექვემდებარა.
9 იანავრს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად დაადასტურა ახალი კორონავირუსის არსებობა. მანამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, როიმ ეს ვირუსი ცხოველებში ვრცელდება და ადამიანის ინფიცირება არ ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ის ადამიანებშიც ვრცელდება. ის, რომ ყველა ინფიცირებული დამიანი ზღვის პრუდქტების ბაზრობასთან კავშირს ადასტურებდა, მეცნიერებს აფიქრებინებდა, რომ მათი ინფიცირება სწორედ იქედან მოხდა.

ადამიანთა მიგრაცია მუდმივი პროცესია და ამიტომ ვირუსი უახლოეს დღეებში უკვე ჩინეთის დიდ ქალაქებში - შანხაიში, პეკინში, გუანდუნშიც გამოვლინდა. დაფიქისრდა ინფექციის ერთეული შემთხვევები ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში.

21 იანვარს აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაადასტურა ვაშინგტონის შტატში ინფიცირების 1 შემთხვევა. 20 იანვრისათვის, ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 282 შემთავხევაა აღწერილი, მათგან 12 ავადმყოფი კრიტიკულ მდგომაარეობაშია. გარდაცვლილია 9 ადამიანი. სამედიცინო წრეების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ რომ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად ამ ქვეყანაში ბევრი ტურისტი მიემგზავრება, რაც მსოფლიოში დაავადების გავრცელების რისკს ქმნის. კიდევ ერთი საგანგებო შეკრება ჯანმომ 22 იანვარს გამართა.

რა არის კორონავირუსი

კორონავირუსების ჯგუფი დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ დამიანებსა და ცხოველებში.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მთავარი სიმპტომები ხველა და ცხელებაა. შეიძლება გამოვლიდენს სხვა ჩივილებიც - თავის, ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. შესაძლო მძიმე გართულებებია პნევმონია, სეფსისი და სეფსისური შოკი.

რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

მოერიდეთ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით დაავადებულებთან კონტაქტს. დაიბანეთ ხელები ხშირად, მინიმუმ 20 წამის განავლობაში, ხოლო თუ დაბანის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარები. 

განსაკუთრებულად დაიცავით ჰიგიენის ეს წესი აეროპორტებში.

არ გამოიყენოთ დაავადებული ადამინის პირადი ნივთები

მოერიდეთ გარეულ ცხოვრელებთან, ფერმებთან კონტაქტს.

​არ მიირთვათ თერმულად არასათანადოდ დამუშავებული ნებიმიერი ხოცრი.

აუციელბელია სასუნთქი გზების მწვავე ინფექციით დაავადებული ადამიანის იზოლირება

სამედიცინო დაწსებულებებში დაწესდეს მკაცრი კონტროლი ინფექციების გავრცელების პრევენციისათვის.

იმ შემთხვევაში კი თუ სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია გამოგივლინდათ, აუციელბელია ექიმთან ვიზიტი, განსაკუთრებით, თუ უკვე იმოგზაურეთ ჩინეთში.

განაკუთრებული სიფრთხილისაკენ სწორედ ჩინეთში მოგზაურობის მსურველებეს მოუწოდებენ.

ბოლოს აუცილებლად უნდა დაგამშვიდოთ - ახალი კორონავირუსი ევროპაში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. არ არის მისი შემთხვევები არც საქართველოში,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.


​არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად