აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,საინტერესო ნიშნულს მიაღწია ქვეყანამ. მთელი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს ოფიციალურად აქტიური, მიმდინარე კოვიდ ინფექცია აქვს (39,000 ადამიანი). ეს ტესტით დადასტურებული და დამტკიცებული. დაუდასტურებელი და დაუტესტავი - რა თქმა უნდა უფრო გაზრდის მაგ ციფრს.
ეს ნიშნავს რომ 100-ში ერთი ქართველი საავადმყოფოში ან სახლშია (ბევრი მათგანი ოჯახის წევრებთან ერთად) და კოვიდს ებრძვის - ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. მინიმუმ ნახევარს შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურად მძიმეა თითქმის ყველა მათგანისთვის.
რომ გავიაზროთ ეს რამდენია - ეს 39,000 ინფიცირებული რომ თანაბრად გადავანაწილოთ ქვეყანაში (ვიდრე სიმპტომები გამოუვლინდება და გაიგებდეს დიაგნოზს), ნიშნავს რომ
- ყოველ მეტროს ვაგონში (პიკის საათებში) - თითო კოვიდ-ინფიცირებულია მიჭყუნული და ცხვირში ასუნთქებს გარშემო მინიმუმ რამდენიმე ადამიანს.
- ყოველ მე-3, მე-4 ავტობუსში სადაც ახვალთ - თითო კოვიდ-ინფიცირებულია ნიკაპზე ჩამოწეული ნიღაბით, დასიცხული.
- ყოველ კონცერტზე, მიტინგზე, ქორწილში, ქელეხში - მინიმუმ რამდენიმე ინფიცირებულია მოძრაობს - გეცეკვებათ, გეხუტებათ, გისამძიმრებთ.
შარშან ნოემბრის შუაში რომ დავპოსტე ცუდადაა საქმე - მსიფლიოში პირველი ადგილისკენ მივდივართ თქო მრავალი პარამეტრით - და ახდა. ახლაც იგივეს მოგახსენებთ.
დღეს, ბოლო კვირის ინფიცირებითაც და სიკვდილიანობის (ორივე!) მაჩვენებლით მთელს მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ ფიჯის კუნძულების და აფრიკის ერთი სახელმწიფოს მერე.
რაც ყველაზე საგანგაშოა - შემთხვევების მატების სისწრაფით (ე.წ. "რაზგონით") გაცილებით ვუსწრებთ ორივეს, ასე რომ დიდი ალბათობით სულ მალე პირველ ადგილზე გავალთ.
არ ვიცი სხვა ქვეყანა თუ არის რომელმაც ერთი პანდემიის განმავლობაში ორი ყველაზე დიდი ტალღის დროს მოახერხა პირველობა - ორჯერ. შეიძლება არის, მარა ალბათ ბევრი არა. სხვათა შორის ეს კონკრეტული ფაქტი უფრო მოსახლეობის ეთნო-გენეტიკურ-კულტურული თავისებურებით მგონია იყოს გამოწვეული, იმასთან ერთად რომ საქართველო ნაკლებ-რესურსიანი ქვეყანაა (ეკონომიურ-პოლიტიკურად).
ეხლა ნამდვილად ვამტკიცებთ რომ ქართველები ვართ "უშიშარი ვითარცა უხორცო" რადგან ყველაზე ნაკლებად გვეშინია სიკვდილის, თუმცა განსხვავებით ომებისაგან, კორონათი სიკვდილით ვერც აფხაზეთს დავიბრუნებთ, ვერც სამხრეთ ოსეთს. პირიქით - ქვეყანას უფრო ვაუძლურებთ (მინიმუმ ეკონომიურად და სოციალურად) და ადვილად დაპყრობადს ვხდით.
დეკემბრის პიკთან განსხვავებით უფრო შეშფოთებული ვარ რამდენიმე მიზეზის გამო:
1) ლოქდაუნს არ ვაპირებთ - არ ვაპირებ იმაზე კამათს გამართლებულია თუ არა, უბრალოდ ფაქტია რომ მკაცრი შეზღუდვების (და მათი აღსრულების) გარეშე შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
2) აგვისტოს მერე ტემპერატურა კიდევ უფრო იკლებს (სიცივეში ვირუსი როგორც წესი მინიმუმ უფრო მეტად ვრცელდება).
3) დელტა შტამია - უფრო ჩქარა და ბევრ ადამიანზე ვრცელდება, ეს უკანასკნელი მცირე ნაწილით "მუხრუჭდება" პოპულაციაში ნაწილობრივი იმუნიტეტის არსებობის გამო (ნოემბრისგან გასხვავებით თითქმის 30%-ს აღენიშნება სეროპოზიტიურობა), თუმცა ეს უკანასკნელი საკმარისი არ არის.
4) საწოლ-ფონდი კრიტიკულ ზღვარზეა, თუმცა დეკემბერთან განსხვავებით ჰოსპიტალიზაცია რადგან დაახლოებით 15%-ია (25-30%-ის ნაცვლად), ეგ ნიშნავს რომ სახლში ორჯერ მეტი უფრო მძიმე პაციენტებს უწევთ მკურნალობა ვიდრე მათთვის ადგილი გამოჩნდებოდეს.
ჭიქა სანამ წყლით გაივსება - წყალი არ გადმოდის. რომ გაივსება - მერე თვითოეული დამატებითი წვეთი იღვრება. ასე ხდება გადასვსებული საავადმყოფოების შემთხვევაშიც. წყლის წვეთები - ადამიანებია.
დღესვე რომ ყველამ პიბადე გაიკეთოს - თვის ბოლომდე მზარდ სიკვდილიანობას თითქმის ვერანაირად შევცვლით რადგან სიკვდილიანობა 2-3 კვირის მერე აღწევს პიკს.
სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ ამერიკელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა ასეთ სიტუაციებში და ეს ყველაზე მეტად ჩემ კოლეგებს და ჯანდაცვის მუშაკებს ეხებათ:
Brace for impact!
პ.ს. აცრა ალბათ ცალკე პოსტს იმსახურებს, მაგრამ ვისაც ჩემი აზრი გაინტერესებთ (და მნიშვნელობა აქვს) - ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა აიცრას საქართველოში დღეს-დღეისობით არსებული ნებისმიერი ვაქცინით. გარდა იმისა ვისაც ***კონკრეტულად*** ამ ვაქცინის კომპონენტებზე გქონდათ ალერგია. სხვა რამეებზე ალერგია (ჭინჭრის ციება, ურტიკარია, და ასე შემდეგ) - არაა უკუჩვენება, ისევე როგორც არანაირი ქრონიკული დაავადება (გულის, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, სიმსივნური, ავტოიმუნური და ასე შემდეგ).
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ რომ აცრა თქვენთვის არ შეიძლება ან საშიშია, ის 99.9% ალბათობით არასწორია (ძირითადად არასაკმარისი ცოდნის გამო) - მინიმუმ ერთ სხვა (უფრო გამოცდილ) ექიმთან გადაამოწმეთ).
თუ მაინც და მაინც ახალი ტექნოლოგია (ფაიზერი) გაშინებთ - მაშინ ტრადიციული (ჩინური) ვაქცინით მაინც აიცერით, რომელიც იგივე პრინციპითაა დამზადებული როგორც ბევრი სხვა თქვენთვის ცნობილი - მაგალითად პოლიომიელიტის, ყივანახველას, და ცოფის ვაქცინები - რომლითაც (ერთ-ერთი მათგანით მაინც) დიდი ალბათობით თითქმის ყველა ხართ აცრილი ბავშობაში,'' - აღნიშნავს დავით მრელაშვილი.
„კოვიდის დროს 73 %-მდე ხდება თირკმლის გართულებები. ეს დადგენილი სტატისტიკაა,“ - ექიმი-უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილი
ექიმმა-უროლოგმა გიორგი ბოჭორიშვილმა კოვიდ 19-ით გამოწვეული უროლოგიური გართულებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდი ძალიან ვერაგი დაავადებაა და მედიკოსებისთვის ის კვლავ ძალიან რთულ პრობლემად რჩება:
„კოვიდი ძალიან რთული პრობლემაა, ძალიან ვერაგი დაავადებაა. თავისი მიმდინარეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გახლავთ ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმი 2, რომელიც არის ბევრ სხვადასხვა ორგანოში. სწორედ ამ ენზიმის დაზიანებით აღწევს ვირუსი ორგანიზმში. ვირუსი ენზიმის დაზიანებით შედის უჯრედში, აზიანებს უჯრედს. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმი 2 აწესრიგებს არტერიულ წნევას, ებრძვის ინფექციას, აუმჯობესებს შეხორცებას. ეს ენზიმი ჭარბი რაოდენობით არის ფილტვებში, გულში, ნაწლავებში, სისხლძარღვებში. პრაქტიკულად ორგანო არ არის, რომ ეს არ ჭარბობდეს. ეს ენზიმი 2 განსაკუთრებით აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები.“
გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც კრეატინი მომატებული აქვთ, კოვიდის შემთხვევაში მეტი საფრთხე ემუქრებათ:
„როდესაც მომატებულია კრეატინი, ეს ჯგუფი ძალიან დიდი ხიფათის შემცველია კოვიდის შემთხვევაში. თუ კოვიდ დისტრესი განვითარდა, შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა განვითარდეს. რა არის თირკმლის მწვავე უკმარისობა? ეს არის კრეატინის მომატება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, ისეთს, როგორიც არის დიალიზი. მისი მეშვეობით ხდება სისხლის გაწმენდა, ცხოველმყოფელობის შენარჩუნება ადამიანის.“
გიორგი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდის დროს 73 % -მდე ხდება თირკმლის გართულებები:
„კოვიდის დროს 73 % - მდე ხდება თირკმლის გართულებები. ეს დადგენილი სტატისტიკაა. სიმსივნეები ხომ ვერ შეჩერდება, სიმსივნეები ხომ არსებობს. ბევრია დაავადებული შარდსასქესო სისტემის სიმსივნეებით. აღმოჩნდა, რომ ამათი ოპერაციები უაღრესად დაცულ საოპერაციოებში უნდა გაკეთდეს. 20 % -მდე იზრდება სიკვდილიანობა, თუ ამას არ გააკეთებ. ეს ძალიან პრობლემური თემაა.“
„უროლოგიურ პრობლემებს სეზონურობა, რასაკვირველია, ახასიათებს. რამდენიმე დღის წინ თოვლი რომ მოვიდა, ტრავმატოლოგიური დაწესებულებები გავსებული იყო. მოიმატა საყოფაცხოვრებო ტრავმამ, საავტომობილო ტრავმებმა. სიცივეში უფრო ჭარბობს საშარდე სისტემის ინფექცია, რომელიც უხშირესად უფრო ქალებში ვითარდება. რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი კოვიდის დროს ე.წ. კოვიდური ცისტიტის. ძალიან საინტერესო ცვლილებებს ნახულობენ თვითონ შარდის ბუშტის კედელში. ეს გარედან არანაირად არ ჩანს. ბაზალური მემბრანის დაზიანება ხდება. ამ პაციენტების შარდში კოვიდის რიბონუკლეინის მჟავა ვერ აღმოაჩინეს. არც სხვა ინფექცია იყო რამე, მაგრამ გამოვლინება ჰქონდა ერთ-ერთი ძალიან მძიმე დაავადების - ინტერსტიციური ცისტიტის. მისი მსგავსი გამოვლინება აქვს სწორედ ამას,“ - გიორგი ბოჭორიშვილმა აღნიშნულ თემაზე Euronews Georgia-ს გადაცემაში „გამარჯობა ევროპა“ ისაუბრა.