ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რა თხოვნით მიმართავს განათლების სამინისტრო აბიტურიენტების მშობლებს
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. საგამოცდო სექტორებში უკვე დამონტაჟებულია კამერები და ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსქრინინგის მოწყობილობითა და დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევის თქმით, საქართველოს საგამოცდო ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და სამინისტრო აპლიკანტებს გამოცდების მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში დასაწერად ყველა პირობას შეუქმნის. მინისტრის მოადგილე მოუწოდებს გამოცდის მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების წესებს, რომლებიც აპლიკანტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად დაზუსტდა.
უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ნუნუ მიცკევიჩი თხოვნით მიმართავს მშობლებს, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, არ დაელოდონ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრების წინ.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.
მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის გაიხსნება 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა:
აბიტურიენტები - 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები - 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლობის მსურველები - 12 000-მდე.
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.