ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმეგოვი სოციალურ ქსელში სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
,,საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!
ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.
10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.
100%-იანი ეფექტურობა მძიმე/კრიტიკული დაავადების განვითარებაზე!
70%-იანი ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!
59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმეგოვი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)