ქვეყნის ინფექციონისტები „მიუ“ შტამის აღმოჩენის თეორიულ ალბათობას არ გამორიცხავენ, თუმცა მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუტირებულ შტამს უკვე 9 თვეა „საინტერესო შტამად განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე გავრცელებულ შტამებთან შედარებით, ის ნაკლებად სახიფათოა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.
„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალი (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როცა ამბობენ: „ნუ გეშინიათ, კაცო, კოვიდი მალე გრიპად გადაიქცევა!"-ო, სულ შავიუმორიანი გაცვეთილი ანეკდოტი მახსენდება,“ - დავით გადელია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კოვიდის გრიპთან შედარების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ყველაზე ბანალურ სეზონურ გრიპებსაც სერიოზული გართულებები ახასიათებთ:
„როცა ამბობენ: „ნუ გეშინიათ,კაცო, კოვიდი მალე გრიპად გადაიქცევა!"-ო, სულ ის შავიუმორიანი გაცვეთილი ანეკდოტი მახსენდება: "-რამ მოკლა? -გრიპმა.. -აჰ, მაი არაფერი!".. თავი რომ დავანებოთ გრიპთან კოვიდის შედარებას (რამდენნაირი შტამია თანაც!), თვით ყველაზე ბანალურ სეზონურ გრიპებსაც ბევრი გართულება ახასიათებთ, რომ არაფერი ვთქვათ გრიპის ა ტიპის მუტანტებზე, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენებს კაცობრიობას,“- წერს დავით გადელია.