გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი ერთ-ერთი კოვიდკლინიკის უმცროსი ექიმის, დათო კობერიძის ფეისბუქსტატუსს ეხმიანება. MomsEdu.ge გთავაზობთ იაგო ფრანგიშვილის ჩანაწერს.
„
ამასთან, სახლში და პაციენტთან მისული, ოჯახურ სიტუაციასაც შეაფასებ, არის თუარა შესაძლებელი ჰქონდეს საკუთარი ოთახი, იმასაც ჰკითხავ, აქვს თუ არა ქალაქგარეთ და ბუნებაში სახლი, იქნებ ვინმე მეზობელს ან ნათესავსაც ჰქონდეს სოფლად და ბუნებაში ცარიელი ოდა და იქ გადაბარგდება. შენ კი, დაურეკავ იმ უბნის, იმ სოფლის ცენტრის ექიმს და 15 წუში მოუყვები ყველაფერს პაციენტზე, რომელიც ალბათ რამდენიმე საათში მისი პაციენტი იქნება.
ჩემო ახლაგაზრდა კოლეგა დათო, მუცელზე აწვენენ მას, ვინც ისე სუსტადაა, რომ ჯდომაც არ შეუძლია.
რამდენიმე წელი გავატარე ინტენსიურში და 2 წელი ვინინგის განყოფილებას ვკურირებდი, ანუ იმ ადამიანებს, რომელთაც ხანგრძლივი ინტუბაციიდან გამოყვანა ესაჭიროებათ.
არაა ადვილი მუცელზე წოლა და ცხვირპირზე, მთელ სახეზე აკრული ჰერმეტული ნიღაბი. მით უმეტეს მაშინ არა, როცა ეს ბიღბები არაინდივიდუალურია, თვალებთან აპარებს და ჭავლით პირდაპირ კონინქტივაზე გიბერავს.
ყველაზე საშინელი კი მაინც ისაა, რომ გაქვს სივიწროვის, მილში გამომწყვდეულის გრძნობა, სუნთქვა უფრო გეკვრება.
ყველა ექიმს ვურჩევდი, საკუთარ თავზე გამოსცადოს ეს ნიღაბი მუცელზე წოლით მდგომარეობაში.
არადა, გაცილებით უკეთ ეგუებიან პაციენტები მჯდომარე მდგომარეობაში, იდაყვები მაღალზე, რათა ფილტვის მოცულობა 50%-ით გაიზარდოს, ფილტვის ქვედა ნაწილები უფრო განიავდეს.
უნდა სცადო.
უნდა სცადო ყველაფერი, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს.
გერმანიამ უკვე შემოიღო არა ინფექციის მაჩვენებელი, არამედ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი რეგულაციებისათვის.
გერმანიაში ახლაინფიცირებულთა 85%-ს აუცრელები შეადგენენ. დიახ, დიდი ქვეყანაა გერმანია და სადღაც 20 მილიონამდეა აუცრელი.
ახალინფიცირებულ აუცრელთა ჰოსპიტალიზაციის ნიშნული არის 2%-მდე, საერთო და ზოგადად 1,6% ინფიცირებულისა საჭიროებს საავადმოყოფოს და აქ ერთხელ მისვლაც შედის, არამარტო კვირეები წოლა.
გავიზიაროთ ნაწილობრივ მაინც მათ მიერ პაციენტთა მართვის გამოცდილება.
თუკი სისტემას ვერ შევცვლით გინდა 18 თვეში ვერა, ის ელემენტარული მოქნილობა მაინც ვისწავლოთ, რომ კოვიდიანს ესაჭიროება ექიმი, რომელიც მისთვის დასაყრდენია, შიშის გამქარვებელია და მრჩეველია.
ექიმი, რომელიც დაელაპარაკება, გინდაც შუღამე იყოს.
საქართველოს აქვს ამისი რესურსი და საქართველოს ათასობით რეზიდენტურის და უმცროსი ექიმი ჰყავს, უმეტესწილად გროშებად და ხშირად უფასოდაც მუშაობენ იმ სისტემისათვის, რომელმაც ვერ იმუშავა და ვერ გაამართლა.
აი, ამას უნდა აღიარება და ესაა ექიმისათვის უპირველესად გასაპროტესტებელი.
და ბოლოს, ძალიან მეგობრულად - ექიმის და პერსონალის ჰიგიენაა ძალიან მნიშვნელოვანი.
როცა კოვიდიანებთან გაქვს კონტაქტი, როცა ათეულობით კოვიდიანი მიდი-მოდის შენ ირგვლივ სამსახურეობრივად, როცა მართვით სუნთქვაზე მყოფ კოვიდიანებთან გაქვს კონტაქტი ყველაფერი გადამდებია - სულერთია ხარ აცრილი თუ გამოჯანმრთელებული, ხარ დატესტილი 3 წუთის წინ უარყოფითად თუ ერთი მილიონი ანტისხეული გაქვს. ყველაფერი გადამდებია. ეს აეროზოლური ვირუსია, ყველაფერს ეწებება და რამდენიმე წუთი მაინც აქრტიურად უძლებს გარემოს. ყველაფრით გადაედება, თუკი ისეთ გარემოში ხარ, სადაც ბევრი კორონიანია - გადაედება ხელით, ხელთათმანით, მოხსნილი პირბადით, სხეულის ყველა იმ ნაწილით, რომლის დაფარვაც აეროზოლისათვის შეუძლებელია.
გაითვალისწინე ეს, ჩემო ახალგზარდა კოლეგა, და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაგიჭირდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებზე „შელევა“ ადამიანისათვის არაა ადვილი.
თუ ექიმი ხარ და ხარ ინფექციურში, ინტენსიურში,უნდა შეელიო,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)