Baby Bag

ქუთაისში ყველაზე ხელმოსაწვდომი ფასი covid-19-ის ტესტებზე და განსაკუთრებული შეთავაზებები კომპანიებს

ქუთაისში ყველაზე ხელმოსაწვდომი ფასი covid-19-ის ტესტებზე და განსაკუთრებული შეთავაზებები კომპანიებს

ბევრ ადამიანს აინტერესებს, სად შეიძლება კოვიდ 19-ის ტესტის გაკეთება იმერეთში. რა შეთავაზებები აქვს ლაბორატორია „გენომას“ პაციენტებისთვის? - უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ​ლაბორატორია „გენომას“ ქუთაისის წარმომადგენლობის დირექტორი, ლევან უშვერიძე.

- თქვენს ლაბორატორიაზე რომ გვიამბოთ. კონკრეტულად, რა შეთავაზებები გაქვთ პაციენტებისთვის?
- ჩვენ, წარმოვადგენთ მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორია Reygen-ის პარტნიორ კომპანიას. მოგახსენებთ, რომ ლაბორატორია აღჭურვილია ლიდერი ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის - Thermo Fisher Scientific-ის თანამედროვე აპარატურით, რაც განაპირობებს ჩატარებული კვლევების მაქსიმალურ სიზუსტეს.

პაციენტებს ვთავაზობთ PCR-ის და ანტიგენის ე.წ. სწრაფი ტესტის მომსახურებას, ასევე ანტისხეულების განსაზღვრას ორგანიზმში.
- უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებზე რომ გვითხრათ.
- ვოპერირებთ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შესახებ შეტყობინებას დაქვემდებარებული მოლეკულური დიაგნოსტიკისა და იმუნო-სეროლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისებით. გამომდინარე აქედან, უსაფრთხოების სტანდარტები დაცული გვაქვს უმაღლეს დონეზე. გავლილი გვაქვს შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო აკრედიტაციები.
რაც შეეხება ხარისხს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლაბორატორია აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Thermo Fisher Scientific-ის თანამედროვე აპარატურით, რომლის მგრძნობელობის მაჩვენებელი საშუალებას გვაძლევს გამოვრიცხოთ შეცდომის ალბათობა.
- რა უპირატესობებით გამოირჩევა თქვენი ლაბორატორია? კორპორატიული შეთავაზებები თუ გაქვთ?
- გარდა შესრულებული კვლევის მაღალი ხარისხისა, მოგახსენებთ, რომ ქუთაისის ბაზარზე მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასს. ამჟამად ქუთაისში პაციენტებს ვემსახურებით ორ ლოკაციაზე: ცენტრალურ მოედანზე (თამარ მეფის ქ. #3) და ი.ჭავჭავაძის გამზ. #67ბ (მაკდონალსთან).
გარდა ფასისა, ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს პასუხების მიღების დრო. მაქსიმალური დრო, რაც ჩვენ გვჭირდება PCR  კვლევის პასუხების გასაცემად არის 8-11 სთ-მდე. თუმცა მსურველთათვის გვაქვს დაჩქარებული კვლევა, რომლითაც PCR-ის პასუხი შეგვიძლია გავცეთ 5-6 სთ-ში. ასევე, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გამოძახების სერვისზე. მომხმარებელს შეუძლია სატელეფონო ზარის მეშვეობით, ნომერზე: 568 000 901, გააკეთოს შეკვეთა და მისთვის სასურველ ადგილზე ჩაიტაროს PCR ტესტირება, სულ რაღაც დამატებით 10-ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ.

რაც შეეხება კორპორატიულ შეთავაზებებს, კომპანიებს ვთავაზობთ ფასდაკლებებს (20 ან მეტი ადამიანის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში PCR კვლევის ფასი შესაძლოა დაწეულ იქნას 60 ლარამდე, ხოლო ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტის ფასი - 25 ლარზე. ზოგადად ვცდილობთ ავყვეთ ბაზრის დინამიკას და ყოველ კლიენტს მივუდგეთ ინდივიდუალურად და მისი მოთხოვნის შესაბამისად შევთავაზოთ მასზე მორგებული პაკეტი.

- რამდენად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ტესტირება (ფინანსურად)?
- მოგეხსენებათ, ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ადრეული დიაგნოსტიკა ერთ-ერთი წინაპირაობაა იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების დასტაბილურება და საბოლოოდ მინიმუმამდე დაყვანა. PCR კვლევის ფასმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე საკმაოდ იკლო, თუმცა ამ პირობებშიც სასურველია გახდეს მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მაგალითად, ხშირად ვაცხადებთ აქციებს და პსრ კვლევას ვთავაზობთ მხოლოდ 60 ლარად, თუმცა ამჟამად ეს არის მინიმუმი ფასი, რაც კი შეგვიძლია შევთავაზოთ პაციენტებს.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

​R.