ექიმი ნანა გეგეჭკორი ფაიზერის ბუსტერ დოზის შესახებ საუბრობს:
,,FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით.
მესამე დოზის მიღება შესაძლებელია, სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის:
- 65 წელს გადაცილებულებს
- 18 - 65 წლის ფარგლებში კოვიდი-19-ის მძიმე ფორმებით ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს
- 18 - 65 წლის ასაკის ადამიანებს, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევთ ყოფნა
P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით არ ვრცელდება არც ერთ სხვა ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილი ადამიანებში ბუსტერ დოზად Pfizer-ის გამოყენებაზე,'' - აღნიშნავს ნანა გეგეჭკორი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)