პროფესორი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთისა და ისრაელის გამოცდილების შესახებ წერს. მისი თქმით, ისრაელში არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში:
,,საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული ან ვირუსგადატანილი (3000 ძირითადად ტექნიკური პერსონალი უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან).
ისრაელში 23 სექტემბრიდან მასწავლებლების 100% არის აცრილი ან ვირუსგადატანილი. არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.
იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები და არა უაზრო მაგალითები.
დავნერგოთ:
- ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი საქართველოს ყველა მოქალაქეს;
- უფასო კოვიდ ტესტირება;
- ძირითად/საკვანძო სფეროების 100%-ით ფაიზერით (მოდერნაც არაუშავს) ვაქცინაცია.
გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაჯაძე.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)